რეგისტრირებული ფაქტები92182
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს პიატიგორსკში მცხოვრებმა ქართველებმა ზაქარია ყანდარელმა და ივ. ღოღობერიძემ იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის სახელზე სტიპენდიის დასაარსებლად 3-3 მანეთი გაიღეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს პიატიგორსკში მცხოვრებმა ქართველებმა – ალ. კაპანაძემ, ანტონ ჯაფარიძემ, ელ. თოიძისამ, სვიმონ თუმანოვმა, რაფ. ბედიანიძემ, სვიმონ თევდორაშვილმა, ნესტორ კორძაიამ და პავლე იაშვილმა – იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის სახელზე სტიპენდიის დასაარსებლად თითო მანეთი გაიღეს.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N 28 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) „ნოვოე ობოზრენიეზე“ დაყრდნობით წერდა, რომ თბილისის საბებიო ინსტიტუტმა ქალაქის გამგეობას შემწეობა წელსაც სთხოვა, რაზეც გამგეობამ ინსტიტუტის დირექტორს უპასუხა, რომ მათთვის გაუგებარი იყო თუ როგორ იხარჯებოდა გამოყოფილი ფული.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N28, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, თბილისის ებრაელები ღარიბი ბავშვებისთვის წერა-კითხვის შესასწავლად და დასახმარებლად პერიოდულად ფულს აგროვებდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრში ვლადიმერ აღნიაშვილმა სამგანყოფილებიანი კონცერტი გამართა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ივნისში პირველი გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა გიმნაზიის გამგედ მიიწვია ა.ბ. ჭიჭინაძე, რომლის თაოსნობითაც გიმნაზიის მოსამზადებელ განყოფილებებში შემოიღეს სწავლების საკლასო სისტემა, შემუშავდა კლასის დამრიგებელთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დისციპლინის გასაუმჯობესებლად, გადაისინჯა სასწავლო გეგმები და პროგრამები, სწავლაში ჩამორჩენილ მოწაფეებს ჩაუტარდათ დამატებითი გაკვეთილები.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, უნდა გამოეცათ ჟურნალი „განათლება“, რომლის რედაქტორი იქნებოდა ლუარსაბ ბოცვაძე.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია საგარეჯოზე, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ნიკოლოზ ავალიშვილმა გამოიგონა ხორბლის სალეწი მანქანა – კევრი, რამაც მოსახლეობას მიწაზე მუშაობა გაუადვილა.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 5 სექტემბერს თელავის მაზრის თანაშემწე დროზდოვმა შუაღამისას მოსახლეობა შეკრიბა და შეატყობინა, რომ სასწრაფოდ უნდა შეეკრიბათ ჯარი, რადგან ლეკები მოდიოდნენ მათ დასარბევად.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს თბილისის თავად-აზნაურთა მარშლობიდან გადამდგარი გიორგი ბაგრატიონი სოფელ სატივეში (გორი) დაბრუნდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.

