საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92182

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პედაგოგ ნოე ქურიძის ავადმყოფობის საკითხი. ის სოხუმში მომხდარი არეულობის დროს სულით დაავადდა. ავადმყოფობის შემდეგ ქურიძე თბილისში ჩამოიყვანეს. მისი ოჯახი მატერიალურ დახმარებას საჭიროებდა. გამგეობამ ქურიძის დასახმარებლად სამასი მანეთი გადადო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლიდან ნოე ქურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის ქართულ სკოლაში მასწავლებლად მსახურობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქართული დრამატიული საზოგადოების თხოვნა დამსახურებული მსახიობის ვასილ აბაშიძის იუბილისთვის წვლილის შეტანის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, იუბილარისთვის თხუთმეტი თუმანი უნდა მიეცათ. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოებისთვის სხვადასხვა ფუნქციის ჩამოშორების საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, საზოგადოების ფუნქცია მხოლოდ წიგნების გამოცემის ორგანიზება უნდა ყოფილიყო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 13 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კრებამ დაადგინა, რომ აკაკის ნაანდერძევი მამულის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გამგეობისთვის მიენდო. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი. წევრები: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, სტიპენდიატ პროკოფი მუჯირის დედა ითხოვდა შვილისთვის გასაგზავნ თანხას, 240 მანეთს. გამგეობამ მისი თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა. ოქმს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, პროკოფი მუჯირი ტომსკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, შუქრუთში ბიბლიოთეკის გახსნა ვერ მოხერხდა. ზაქარია ნეფარიძის სურვილით ბიბლიოთეკა სოფელ ყვირილაში უნდა დაარსებულიყო, რის გამოც მან საზოგადოებისთვის შეწირული თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 აგვისტოს თბილისის დროებითმა მცხოვრებმა ზაქარია ხახუტის ძე ნეფარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შუქრუთში ბიბლიოთეკის გასახსნელად 1500 მანეთი შესწირა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ს. იაშვილის თხოვნა ჰონორარის მომატების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, იაშვილის თხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან წიგნებზე გასაყიდი ფასები უკვე დადებული იყო და ჰონორარიც მიღებული ჰქონდა. ოქმს ხელს აწერენ: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მიერ ზემო იმერეთში ჩაწერილი გარსია ღონღაძის ნაამბობი ზეპირი გადმოცემანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გორში მომხდარი მიწისძვრის დროს ამილახვრების სახლის ფასადიღა გადარჩა. მიხეილ ერისთავის ოჯახის წევრები კი რამდენიმე ხალიჩით მოწყობილ კარავში აფარებდნენ თავს.

1866

ტიპი: თანამდებობა

1866 წლის 3 მაისს, კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოში შესული ბრძანების მიხედვით, სამიჯნაო კომისიის წევრებად დაამტკიცეს ტიტულოვანი მრჩევლები – მერკურიევი და დიმიტრი ყიფიანი.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალში“ ვასილ ბარნოვის მოთხრობის „ნუშოს“ XI და XII თავები დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა ხომლელის პირველი წერილი „ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი დრო“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ გვირგვინის კურთხევის დროს ერთგული სამსახურისთვის დიდი მადლობა გადაუხადა დ. ს. წერეთელს და კამერგერობა უბოძა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 2 ივნისის გაზეთ „კვალში“ დომენტი თომაშვილის „სიბრძნე სოლომონისას“ III და IV თავები დაიბეჭდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ვლადიკავკაზში გაემგზავრა დელეგაცია, რომლის თავმჯდომარეც იყო მამედ ჯაფაროვი, ხოლო საქართველოს ნაციონალური საბჭოდან გაგზავნილი იყო ნაფიცი რწმუნებული იოსებ მაჭავარიანი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დ. ს. წერეთელი ქუთაისის გიბერნიის მარშალი იყო.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს ირაკლი ბაგრატიონმა გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, მისთვის ეცნობებინა, რომელი ქვეყნების სამეფო ოჯახებზე სჭიდებოდა ცნობები.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, თბილისში საპნის ქარხანა გაიხსნა, რომელიც ნედლეულად ნავთლუღის წყაროებიდან ამოღებულ ნივთიერებას გამოიყენებდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 27 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ წერდნენ, რომ გაზაფხულზე თბილისში რუსული დასი ჩამოვიდოდა, რომლის შემადგენლობაშიც მსახიობები: დავიდოვი, მარიუს პეტიპა და მარია სავინა იქნებოდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N27) ცნობით, გაზეთ „კავკაზს“ პეტერბურგიდან სწერდნენ, რომ სახელმწიფო სასახლის უწყებამ, რომელმაც კახეთში ვენახები შეიძინა, შამპანურისა და კონიაკის მომზადების შესასწავლად დიკენსონი საზღვარგარეთ გაგზავნა, რათა შემდგომ კახეთში დაბრუნებულიყო და ღვინის წარმოება გაეუმჯობესებინა. (1887-91 წელს ის წინანდლის მარნის პირველი მეღვინე იყო).