რეგისტრირებული ფაქტები87259
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას საწყობების შემოწმება-ჩაბარების შედეგები მოახსენა. მისი თქით, საბუღალტრო ჩანაწერებსა და აღწერის შედეგებს შორის მცირე უზუსტობები აღინიშნებოდა, მაგრამ მთლიანობაში საწყობები კარგ მდგომარეობაში იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ ჯანაშიას ქვრივ ელენე ჯანაშიას ერთდროული დახმარების სახით 600 მანეთი გადასცა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 28 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომა გახსნა და წიგნსაცავ-მუზეუმის საზოგადოების მფლობელობაში დარჩენა-არ დარჩენის საკითხი დასვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო დავით კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ ილიასეული სახლის მეთვალყურედ მდგმურის, ზაქარია დავითაშვილის დანიშვნის საკითხი დასვა. გამგეობის გადაწყვეტილებით დავითაშვილი ილიას სახლის მომვლელად დაინიშნა და ქირისგან გათავისუფლდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრების მიერ გამომცემლობის შესახებ წარდგენილი ანგარიში დაამტკიცა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ 24 ივლისიდან საზოგადოების წიგნის მაღაზიის აღწერა-შემოწმების დაწყების საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, მაღაზია გაყიდვის შემდეგ აღეწერათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებს დაავალა, ბითუმად ვაჭრობისა და წიგნების საწყობის მაღაზიებისგან გამოყოფის საკითხი გამოეკვლიათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივნისს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხოფერიამ გიორგი გამზარდიას, ვლადიმერ დემურიასა და მიხეილ ნოდიას მისწერა, 20 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წლიურ კრებას სენაკის განყოფილების სახელით დასწრებოდნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 28 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომას ესწრებოდნენ ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი, აკაკი გაბრიელის ძე შანიძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გრიგოლ ივანეს ძე პატარაია, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 27 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი, შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 27 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ თვის ბოლომდე საზოგადოების წიგნის მაღაზიის აღწერისა და თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხი დასვა, რათა აგვისტოს ჯამაგირი დაეზოგათ. გამგეობამ დაადგინა, მაღაზიის აღწერა-შემოწმება 28 ივლისს დაეწყოთ და სათანადო აქტიც შეედგინათ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლიდან დავით ლაზარეს ძე მეტრეველი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 27 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვასილ ყიფიანმა გამგეობას გასახვევი ქაღალდი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, ყიფიანისთვის ვალის ანგარიშში საზოგადოების ფორმით დაბეჭდილი სახვევი ქაღალდი მიეცა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლიდან ისიდორე ივანეს ძე მეტრეველი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლიდან მათე ვასილის ძე მეტრეველი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლიდან მღვდელი ფილიპე გიორგის ძე უნგიაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლიდან სერგო იოსების ძე ჭეიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარეობის საკითხზე მსჯელობისას ნინო ნაკაშიძემ განაცხადა, რომ საზოგადოების მუზეუმის მოვლა-პატრონობა იმ ორგანიზაციის ვალდებულება უნდა ყოფილიყო, რომლის მფლობელობაშიც ის გადავიდოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ალექსი დავითის ძე ლობჟანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების სამი კრებიდან ერთს დაესწრო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილებას 32 წევრი ჰყავდა. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს განყოფილების თავმჯდომარე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა და მდივანმა ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცმა.

