რეგისტრირებული ფაქტები91332
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თვითმმართველობის დროს: 1) ადგილობრივ საქმეებს ადგილობრივ სასამართლოში განიხილავენ, რაზეც დამყარებულია ადგილობრივთა პატივის, ღირსებისა და ქონების მფარველობა და ხელშეუხებლობა; 2) უმაღლესი მთავრობის მიერ დაწესებულ გადასახადებს თანაბრად და სამართლიანად ანაწილებენ მოსახლეობაზე; 3) ადგილობრივი გამგეობა ადგენს გადასახადების რაოდენობას; 4) შესაძლებელია ახალი კანონების დაწესება, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საყოველთაო კანონს; 5) შესაძლებელია დაწყებითი სკოლის დაარსება და თავისუფლად მართვა და კიდევ მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება ადგილობრივთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მამუკა ორბელიანთან გამართულ სადილს დაესწრო ვახტანგ ღამბაშიძე და მისი რძალი, ახალგაზრდა ამერიკელი ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი (ბლეიქი), პოლკონიკი სტოქსი, უეითი და გრანდი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვარს ოლივერ უორდროპი დაესწრო ამერიკელი ქართველოლოგის რობერტ ბლეიკის (ბლეიქის) და მისი რუსი საცოლის ქორწილს. მან ცერემონიალის დროს გალობით ძალიან ისიამოვნა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლი 7 იანვარს ქართველოლოგი რობერტ ბლეიკი (ბლეიქი) დაქორწინდა რუს ქალბატონზე.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, რობერტ ბლეიკის მეუღლე ქართულ ხელოვნებაზე – მინიატურებზე, არქიტექტურაზე და ა. შ. მუშაობდა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, რობერტ ბლეიკი იყო ამერიკელი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ევანგულოვების ოჯახს სტუმრობდა. მათ ქალიშვილს ათი წლისას ინგლისურად დაუბეჭდავს ფრანგულიდან თარგმნილი მოთხრობა, რომლის ეგზემპლარიც ავტოგრაფით გადასცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელ დეკემბერს ოლივერ უორდროპი შეხვდა ამერიკელ კონსულ დულითლს, რომელსაც ადრეც იცნობდა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 5 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ევანგულოვის ქალიშვილი 17 წლის იყო და სურდა, სწავლა გაეგრძელებინა ოქსფორდში. ევანგულოვი და მისი შვილი ინგლისურად არაჩვეულებრივად საუბრობდნენ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, სკოტი კაიროში დაინიშნა მინისტრად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სკოტს იმ დროიდან იცნობდა, როცა პეტროგრადში, საელჩოში მდივნად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სკოტი თბილისის გავლით მიემგზავრებოდა კაიროში, სადაც მინისტრად დაინიშნა. მას ძალიან დატვირთული დღე ელოდა წინ.

