რეგისტრირებული ფაქტები80263
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილებას 100 წევრი ჰყავდა. განყოფილებასთან არსებობდა ბიბლიოთეკა, სადაც 30 ისტორიული, 80 ბელეტრისტულ-პუბლიცისტური, 10 ბიბლიოგრაფიული, 20 საბავშვო, 7 ხალხური ზეპირსიტყვიერების, 9 სამეცნიერო, 14 დრამატული ხასიათის და 8 სასკოლო სახელმძღვანელო წიგნი ინახებოდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დუშეთის განყოფილების ნამდვილი წევრები – ალექსანდრე პეტრეს ძე ცაგარელი და მღვდელი ევგენი ივანეს ძე კაველაშვილი – ამ განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი იყო მაკრინე ღლონტისა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი პრასკოვია ალექსანდრეს ასული ვიტგენშტეინი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია და ექვთიმე თაყაიშვილი.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ლესიჭინის (ზუგდიდის რაიონი) სკოლის მასწავლებელმა სოფრომ ბერულავამ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 34 მოსწავლიდან (ვაჟი – 33, ქალი –1) უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სტეფანე ხოჯაევი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე იყო.