რეგისტრირებული ფაქტები87259
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილს დაახლოებით 12 000 მანეთი ვალი ჰქონდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, ილიასეული სახლის დასათვალიერებლად ინჟინერი ლევან დიასამიძე მიეწვია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენება კორექტორების გასამრჯელოს შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, პრეზიდიუმი ჰონორარის შესახებ დროებით მიწვეულ კორექტორებს უნდა შეთანხმებოდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, შესწორებული „დედა ენის“ II ნაწილი განსახილველად სასწავლო კომიტეტისთვის წარედგინათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილის სახლი 145 000 მანეთად გაიყიდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე არაბიძემ გამგეობას წიგნები სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის იანვარში ინა ივანეს ასული ჟორდანიასი დედათა და ბავშვთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ წიგნის მაღაზიის შემოწმების შემდეგ მისი ძველ ბინაში გადატანის, ბინის მოწესრიგებისა და სექტემბრიდან მაღაზიის თავიდან გახსნის საკითხი დასვა. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გიორგი ზდანოვიჩის ნების აღმსრულებლის მიერ წარდგენილ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გარდაცვლილის თანხით 85 000 მანეთის ბანკის გირავნობის ფურცელი ჰქონდათ ნაყიდი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ ღოღობერიძის ანდერძის აღმსრულებლები – ექვთიმე თაყაიშვილი და ფილიპე გოგიჩაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მათთვის 3000 მანეთის ღირებულების თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გირავნობის ფურცლების, პეტროგრადის საკრედიტო საზოგადეოაბის 300 მანეთის ღირებულების ობლიგაციებისა და 146 მანეთისა და 76 კაპიკის ნაღდი ფულის გაგზავნას სთხოვდა.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და ფილიპე გოგიჩაიშვილს სწერდა, რომ მის მიერ ანდერძით დანატოვარი ფულის გასაყოფად (მათსა და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას შორის) დაენიშნათ მედიატორები და ფულის განაწილების საქმე მათ მინდობოდათ.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 2 მაისს ექვთიმე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწერდა, რომ ნიკოლოზ ღოღობერიძის მიერ ანდერძით დანატოვარი ფულის გაყოფის (საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებასა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შორის) გადავადება შეუძლებელი იყო.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით გრიგოლ ბურჭულაძე ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და ფილიპე გოგიჩაიშვილს სწერდა, რომ ღიღობერიძის მიერ დანატოვარი თანხის გაყოფა მათსა და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებსა შორის ნიკოლოზ ღოღობერიძის საფლავზე ძეგლის დადგმის შემდეგ მომხდარიყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წელს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 45000 მანეთი უანდერძა. ამ თანხიდან უნდა შემდგარიყო სამი ფონდი: სასტიპენდიო ფონდი, ქართული წიგნების გამოსაცემი და სწავლა განათლების გასავრცელებლად გოჩა ჯიხაიშსა (ქუთაისის მაზრა) და რგანში (შოროპნის მაზრა).
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ დასვა პირველ სექტემბრამდე დაკეტილი წიგნსაცავ-მუზეუმის მოვლა-პარტონობისა და მეთვალყურეობის გეგმის შედგენის საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის გადასაწყვეტად საგანგებო კრებაზე უნდა მოეწვიათ ივანე ჯავახიშვილი, მოსე ჯანაშვილი, სერგი გორგაძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი და დიმიტრი უზნაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე ლორთქიფანიძემ ყველა ტიპის სასწავლებლის განათლების სამინისტროსადმი დაქვემდებარება მოითხოვა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის სასოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარედ მღვდელი გაბრიელ ბოჭორიშვილი აერჩიათ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცი ალაგირის ქართული სკოლის მასწავლებელი იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 თებერვალს კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები: ალ. თევდორეს ძე ყიფშიძე, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და საისტორიო-ეთნოგრაფიული საზოგადოების წევრი – ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, გაასწორა ანგარიშები ამ ორ საზოგადიებას შორის იმ ანდრეძის მიხედვით, რომელიც გამგეობას 15 თებერვალს წარმოუდგინა განსვენებული ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებმა: ექვთიმე თაყაიშვილმა და ფილიპე გოგიჩაიშვილმა.

