რეგისტრირებული ფაქტები87259
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 6 ივნისს მიხეილის საავადმყოფოს ეკლესიაში უნდა გადაეხადათ ევსევი ალექსანდრეს ძე ბეგთაბეგოვის პანაშვიდი. გარდაცვლილის და, ნინო ალექსანდრეს ასული ბეგთაბეგოვი, ძმის სახსოვრად მიხეილის საავადმყოფოს ყოველწლიურად სწირავდა 1 000 მანეთს. საავადმყოფოს ღარიბი ავადმყოფებისთვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ეყიდა და გზის ფულიც მიეცა, თუ მათ სახლში დასაბრუნებელი თანხა არ ჰქონდათ.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭარი იაკობ სვიმონის ძე ნოდია თვეობით ინახავდა განჯაში ჩასულ ქართველებს, ჰქონდა ქართული წიგნსაცავი და იყო ქართული წიგნის მაღაზიის აგენტი.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს გორის საპატიმროს მღვდლის, ტერ-ეღიშე ტერ სააკოვის ცნობით, ქვრივმა თალიკო ესტატეს ასულმა ფალავანდიშვილისამ პატიმართა წიგნსაცავს 7 ქართული წიგნი და 3 მანეთი შესწირა. ქვრივმა პატიმრებს ასევე გარდაცვლილი მეუღლის, თ. ივ. ფალავანდიშვილის სულის მოსახსენიებლად ძროხა, ცხვარი და პური გაუგზავნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ოლღა ალექსი-მესხიშვილმა და ნინა ანდრონიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სიღნაღში გამართეს ბალი და წარმოდგენა. ამ ღონისძიებებიდან საზოგადოებას 263. 37 მანეთი შეუვიდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წელს თბილისის მოქალაქე არტემ გაბრიელის ძე უზბაშოვმა საქალაქო სკოლების ღარიბი მოსწავლეებისთვის ქალაქის გამგეობის სალაროში 500 მანეთი შეიტანა და საბჭოს განკარგულებით თანხის განაწილება ითხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 27 მარტს ქუთაისში, ღარიბი მშობლებისთვის უსასყიდლო სკოლის მშენებლობის გახსნის ზეიმზე საერო სკოლების დირექტორმა ლევიტსკიმ სომეხ მღვდლიზე, ტერ დავით იარალიანცზე ისაუბრა, რომელმაც თავის მრევლს სკოლისთვის შენობა შეუძინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 27 მარტს ქუთაისში, ღარიბი მშობლებისთვის უსასყიდლო სკოლის მშენებლობის გახსნის ზეიმზე საერო სკოლების დირექტორმა ლევიტსკიმ სკოლის დაარსების საქმეში ამავე სკოლის უფროსი ქალის მ. ი. რუბინის ღვაწლზე ისაუბრა. მ. ი. რუბინი ლატარია-ალეგრისა და სხვადასხვა ღონისძიებებს მართავდა, რათა სკოლისთვის საკუთარი შენობის შესაძენად თანხა შეეგროვებინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 მარტს ქუთაისში ღარიბი მშობლებისთვის უსასყიდლო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პარაკლისი ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა გადაიხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთის გუბერნატორის თანაშემწე მიკლაშევსკი, თავადაზნაურობის წინამძღოლი სავლე გიორგის ძე წერეთელი, ქალაქის მოურავი ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა საბჭოს ხმოსნებითურთ, საერო სკოლების დირექტორი ლევიტსკი, სამხედრო პირები, პედაგოგები და მოწაფეები მშობლებითურთ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ხელოსან ნიკ. ოკუჯავას ინიციატივით დიდუბეში საღამოს კურსები დაარსდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ კავკავის ქართული სკოლის მასწავლებელმა ივანე ბედელაძემ მადლობა გადაუხადა მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს, რომელმაც კავკავის სკოლის მოსწავლები (24 ბიჭი) თავისი ხარჯით სამხეცეში წაიყვანა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გარდაცვლილი შავი ქვის მრეწველის, გიორგი ჯიმშელეიშვილის ქონება ანდერძის თანახმად სხვადასხვა საზოგადო საქმისთვის უნდა მოეხმარებინათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, თბილისში ჩამოვიდა ირანის მეჯლისის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ხალილ-ბეგ სურმანიძე, სულეიმან-ბეგ ბეჟანიძე, მუსტაფა-აღა ჩიმურიძე და ჯემალ-ეფენდი ქიქავა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევი პირველ ოქტომბერს გორში, საკუთარ სახლში, 15-20 მოსწავლისთვის ხსნიდა სახლს, სადაც ბავშვებს ექნებოდათ საძინებელი, სასადილო და საკითხავი ოთახები. იგი ერთი ღარიბი ბავშვის უსასყიდლოდ მიიღებას აპირებდა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თევდორე ბოღდანოვი თბილისის გუბერნატორს ვერისა და დიდუბის შესაერთებლად (ქუთაისის ქუჩასთან) საკუთარი ხარჯებით ხიდის აშენების ნებართვას სთხოვდა. მას განზრახული ჰქონდა ამხანაგობის დაარსება და 50 და 100-მანეთიანი პაიების (აქციების) გამოშვება.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხელოსნების მოურავმა რაფაელოვმა სახელოსნო გამგეობის წინაშე შუამდგომლობა აღძრა, რომ ახლადშექმნილი ორგანიზაციის „სამარხი კასის“ ანგარიშზე მის მიერ 8 წლის წინ სახელმწიფო ბანკში შეტანილი 500 მანეთი ძირითად ფულად გადასულიყო.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხელოსნების მოურავმა რაფაელოვმა ხელოსნებისთვის სამარხი კასის შექმნა გადაწყვიტა და წესდებაც შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, კასის წევრებს ორგანიზაციაში ჩარიცხვისთანავე 5 მანეთი უნდა შეეტანათ, შემდეგი სამი წელი – 3 მანეთი, მომდევნო 2 წელი – 1. 50, ბოლო 3 წელი კი – მანეთი. 8 წლის შემდეგ სამარხი კასის წევრებს უბედური შემთხვევების დროს შემწეობა მიეცემოდათ.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 8 წლის წინ „ხელოსნების უსტაბაშმა“ რაფაელოვმა სახელოსნო გამგეობის წინაშე ხელოსნებისთვის სამკურნალოს გახსნის მოთხოვნით შუამდგომლობა აღძრა და 500 მანეთი შეაგროვა, რომელიც სახელმწიფო ბანკში შეიტანა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მანთაშევმა პოლიტექნიკუმს 700 000 მანეთი შესწირა. ამ თანხიდან 600 000 მანეთი შენობის ასაგებად უნდა მოეხმარათ, ხოლო 100 000 მან. 50 სტიპენდიატისთვის გაენაწილებინათ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 20 დეკემბერს მუშაობა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი ნადარეიშვილი.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წლის 1-ლ სექტემბერს გიმნაზიის საქმეებში გამგე-კომიტეტის უხეში ჩარევების გამო დირექტორი ექვთიმე თაყაიშვილი გადადგა. მის მაგივრად აირჩიეს ამავე გიმნაზიის მასწავლებელი ივანე რატიშვილი.

