რეგისტრირებული ფაქტები87259
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს დ. შავლიაშვილი თელავის ვაჟთა გიმნაზიაში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ოლღა (ოლგა) თადეოზის ასული გურამიშვილი-ჭავჭავაძისა აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი) დავითის ძე ოქროპირიძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს აკაკი როსტომის ძე წერეთელი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1904
ტიპი: ორგანიზაცია
1904 წელს სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1904
ტიპი: ორგანიზაცია
1904 წელს ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1904
ტიპი: ორგანიზაცია
1904 წელს ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრების თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი, ილია ანტონის ძე მელია, კაპიტონ გრიგოლის ძე მეუნარგია, ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, ილია ივანეს ძე ფერაძე და თეოფანე ვახტანგის ძე ჯაყელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ. განყოფილებას სულ 655 წევრი ჰყავდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 5 სექტემბერს სეით იაშვილმა სამსახური დაიწყო თბილისის ქართულ გიმნაზიაში.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი იყო, ეკატერინე გაბაშვილი, კეკე მესხი, ვ. ქართველიშვილი-მიქაბერიძისა და ა. ციციშვილი სარედაქციო კოლეგიის წევრები იყვნენ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-1920 წლებში ეკატერინე სილიბისტროს ასული გველესიანი სახალხო განათლების სამინისტროში საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წელს თბილისის გიმნაზიისათვის ვაკეში ახალი შენობის აგება დაიწყეს. კრებამ მშენებლობის კომისიის თავმჯდომარედ აირჩია ნიკო ცხვედაძე, წევრებად კი ექვთიმე თაყაიშვილი, კ. ყავრიშვილი, ხუროთმოძღვარი ს. კლდიაშვილი აირჩიეს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს მასწავლებელი გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე ცხოვრობდა ვერაზე წმინდა ნიკოლოზის გალავანთან.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ნიკიფორე გრიგოლის ძე გეგელია ბათუმის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილი ფოთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მსახურობდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლამდე ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი ქუთაისის გუბერნიის სოფლის და სამოქალაქო სასწავლებლებში მასწავლებლად მუშაობდა.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ჭიათურაში იყვნენ გიორგი ცერცვაძე, ირაკლი დეკანოზიშვილი, კარპე მოდებაძე და ივანე აბაშიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
ახალციხის მაზრის კომისარმა მაღლაკელიძემ 1918 წლის 28 თებერვალს თანამდებობა დატოვა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897-1902 წლებში ვარდენ ჩხაიძე ზესტაფონის ნორმალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
ვარდენ ჩხაიძე დააპატიმრეს როგორც პოლიტიკური დამნაშავე და 10 წლით გადაასახლეს ციმბირში, 1905 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა.

