რეგისტრირებული ფაქტები87255
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ გუდაუთელმა ქართველებმა საჭიროდ სცნეს დაბა გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა, რაც დაეხმარებოდა სამშობლოს მოწყვეტილ ქართველთა შვილებს თავისი დედა ენის შეთვისებაში. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი, მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი და წევრები გიორგი ზენაიშვილი, პლატონ ჭავჭანიძე და სიმონ საბაშვილი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 20 ივნისს კრებამ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ ახლადარჩეულ გამგეობას დაევალა მთავარი გამგეობის წინაშე შუამდგომლობის აღძვრა იმ წლის ზაფხულში გუდაუთაში განყოფილების გახსნის ნებართვის თაობაზე. ამით გუდაუთელებს საშუალება მიეცემოდათ მომავალი სამოსწავლო წლის დასაწყისში გაეხსნათ დაბა გუდაუთაში სკოლა, რითაც გაჩაღდებოდა პატარა ეროვნული კერა იმ მიყრუებულ მხარეში. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი, მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი და წევრები გიორგი ზენაიშვილი, პლატონ ჭავჭანიძე და სიმონ საბაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ 1912 წლის 5 სექტემბერს დაბა გუდაუთის ბოქაულმა ოფიციალურად გამოუცხადა გუდაუთელებს მათ დაბაში სკოლის გახსნის ნებართვის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი და მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 სექტმბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ 1912 წლის 13 აგვისტოს ქუთაისის საგუბერნიო მმართველობამ ნება დართო გუდაუთელებს, გაეხსნათ დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი და მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 სექტმბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ გუდაუთლებს ნება დართეს გაეხსნათ დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება. გუდაუთის განყოფილების გამგეობა მთვარ გამგეოიბას სთხოვდა საქმის წარმოებისთვის საჭირო სადავთრე წიგნებისა და ლითონის ბეჭდის გამოგზავნას შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი და მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საანგარიშო ფურცლის მეშვიდე მუხლის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, გუდაუთის განყოფილების გამგეობამ მოქმედება დაიწყო გასული წლის 20 დეკემბრიდან და წლის ბოლომდე ვერაფრის გაკეთება ვეღარ მოხერხდა. ამ მოკლე პერიოდში გამგეობა ზრუნავდა ახალი წევრების შემომატებაზე და გეგმავდა 1913 წლის 14 იანვარს (ნინოობაზე) საღამოს გამართვას. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ გუდაუთის განყოფილების წევრობის კანდიდატები, ვინც ხელი მოაწერა გუდაუთელ ქართველთა „პროტოკოლზე“, მიღებულ იქნენ საზოგადოების წევრებად 1912 წლის 24 ივნისის საზოგადო კრებაზე. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საანგარიშო ფურცლის მეშვიდე მუხლის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, გამგეობის უმთავრესი მიზანი იყო დაბა გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1912 წლის საანგარიშო ფურცლის მეშვიდე მუხლის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, იმ დროისთვის გუდაუთაში არსებობდა ერთი სამონასტრო დაწყებითი სკოლა, ერთი სასულიერო და ერთიც კერძო გიმმნაზია. ამ სასწავლებლებში, სადაც ქართველთა შვილებიც დადიოდნენ, ქართულს საერთოდ არ ასწავლიდნენ და ბავშვები მოკლებულნი იყვნენ მშობლიურ ენაზე წერა-კითხვას. ამის გამო მეტად მნიშვნელოვანი იყო გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა და ადგილობრივი განყოფილება ყველა ღონეს იხმარდა ამ მიზნის მისაღწევად. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 25 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ გუდაუთის განყოფილებამ მიიღო მთავარი გამგეობის მიერ გამოგზავნილი ორი წიგნი: ერთი საკვიტანციო და მეორე, ყოველდღიური ანგარიშის ჩასაწერი. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილი, მდივანი – ნიკოლოზ იოსების ძე გულივერდაშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ სიმონ ისაიას ძე საბაშვილი, პლატონ დავითის ძე ჭავჭანიძე და გიორგი თომას ძე ზენაიშვილი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის მუშაობის ანგარიში, რომლის მიხედვითაც განყოფილების სარევიზიო კომისია იმ დრომდე არ იყო არჩეული. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი ნადარეიშვილი, გაუგზავნა 1912 წლის მუშაობის ანგარიში.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის მუშაობის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1912 წლის ბოლომდე გამგეობამ განიხილა ორი საქმე: გამგეობის ცხრა წევრს დავალებული ჰქონდა ახალი წევრების მოზიდვა; ამავე წლის 14 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით, გამართეს საღამო. შემოსული თანხა მთლიანად განყოფილებას უნდა მოხმარებოდა. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის მუშაობის ანგარიში, რომლის მიხედვითაც 1912 წლის ბოლომდე ჩატარდა ერთი სხდომა. დოკუმენტს ხელს აწერს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძისთვის გადაეცათ ბინის ქირა – 25 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილისთვის გადაეცათ სტიპენდია – 25 მანეთი. ამავე სხდომაზე გერგეთის სკოლაში წიგნების გასაგზავნად გამოიყო 4.25 მანეთი, ხოლო კანცელარიის ხარჯებისთვის – 5 მანეთი.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ ფსევდონიმით „პირველი სუფრაჟისტკა“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია „ქალები და პოლიტიკური პარტიები“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ განთავისუფლების პირველივე დღეებიდან კავკასიისა და ქართველ ქალთა საზოგადოებებმა ქალაქის კომიტეტს თავიანთ წრეში მიღების თხოვნით მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამის შემდეგ ქალთა 14 საზოგადოებისგან შეერთებულმა კომისიამ თხოვნა კომისარიატს გაუგზავნა, საიდანაც პასუხიც არ დაუბრუნეს. ხელს უშლიდნენ ქალის გაყვანას უბნის კომიტეტშიც კი. ქალაქის 120 ხმოსანს შორის მხოლოდ 5 ქალი იყო. ავტორის აზრით, ქალები პარტიებში მესამედი მაინც რომ ყოფილიყვნენ, მუშაობა უფრო შეთანხმებული და ნაყოფიერი იქნებოდა, როგორც ნორვეგიასა და ავსტრალიაში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N32) დაიბეჭდა გაზეთის სასარგებლოდ სამტრედიელ შემომწირველთა სია: მარიამ კიკაჩეიშვილისა, ალექსანდრა ნიკოლაიშვილი, იასონ კაკაბაძე, ილია ჩიტიაშვილი, მიხეილ თურქია, ივანე პაპავა, ვერიჩკა გოგოლაძე, ერისტო რუხაძე, სამსონ კიკაჩეიშვილი, ოლია დუნდუა, ხარიტონ თუთბერიძე, სამსონ ლევიძე, ილიკო რამიშვილი, გერასიმე პაპავა, ნოე ვერულეიშვილი, შალვა მეგრელიშვილი, ვასილ კოხრეიძე, კოლია კვანტალიანი, გიორგი ახობაძე, სოლომონ ჟორჟოლიანი, ალექსანდრე ბახტაძე, ნაცვალიძე, ჟორდანია, მასხულია, სიმფორა მამალაძე, პავლე ძიძიგური, სულთან სულაქველიძე, ოლია ბახტაძე, ანეტა ლევიძისა, საშა ჯანელიძისა.
1935
ტიპი: ორგანიზაცია
1935 წლის შემოდგომაზე ხონის პარტორგანიზაციაში დოკუმენტების შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამბაკო კორძაძე 1926-1927 წლებში აქტიურად იბრძოდა პარტიის წინააღმდეგ. ის პარტიიდან გარიცხეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
ივანე ცომაიას მეორე, 1924 წლის 5 აგვისტოს დაკითხვის მასალების მიხედვით, მან საბჭოთა ხელისუფლებას შერიგებისათვის მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

