საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87254

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 3 სექტემბრის დადგენილებით, კონტრრევოლუციასთან თანამშრომლობისათვის დაკავებული პანტელეიმონ იპატის ძე ანთაძის ქმედებები ახალგაზრდული გულუბრყვილობით ახსნეს და მხოლოდ გამოსასწორებელ სახლში ხუთწლიანი პატიმრობით დასაჯეს. 

1913

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1912 წლის შემოსავალ-გასავლის, განყოფილების სკოლის 1912 წლის შემოსავალ-გასავლისა და 1911-1912 სასწავლო წლის ანგარიშები, ასევე გამგეობის მოქმედების 1912 წლის ანგარიში და ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება. ცნობას ამის შესახებ ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგის მაგიერ ი. პაატაშვილი და მდივანი ი. გორდეზიანი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 19 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა რამდენიმე რჩევა-რეკომენდეცია თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხთან დაკავშირებით. მთავარი გამგეობის აზრით, სკოლაში, როგორც ეს საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენებიდან ჩანდა, ჩამოყალიბდა ნამდვილი მეგობრული ურთიერთობა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის, თუმცა ზედმეტი თავისუფლება აღსაზრდელებს ბოროტად გამოუყენებიათ და გაკვეთილების დროს ხშირად თავს ზედმეტის უფლებას აძლევდნენ, მეტად ცელქობდნენ. ამ ნაკლის გამოსწორების შემთხვევაში სარგებელი სკოლისგან გაორკეცდებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, თელავის მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარმა წევრებმა – ფირუზ ივანეს ძე გაგნიძემ, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძემ და შალიკო ხელიაშვილმა – სულ დააკავეს არალეგალურ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებული 20 პირი. დადგენილებაში არის რეკომენდაცია, რომ დაკავებულები გადაეგზავნათ საქართველოს ჩეკაში თბილისში. რეკომენდაცია შესრულდა 17 მარტს.

1918

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე ეფიმოვმა, დიმიტრი ანტონოვსკიმ, ალექსანდრე დანილოვიჩმა და გოგანეს სტოკმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ფოთიდან სამტრედიამდე მდინარე რიონის მონაკვეთის ექსპლოატაცია და ამ საქმეში ჩადებული კაპიტალის გამო სჭირდებოდათ შესაბამისი სამთავრობო კონცესია, 1918 წლის 14 სექტემბერს გზათა მინისტრს სთხოვეს მონოპოლიური უფლებების მინიჭება როგორც მდინარე რიონის, აგრეთვე მისი ნაპირების (ფოთიდან სამტრედიამდე) ბუნებრივი სიმდიდრის ექსპლოატაციაზე, რომელთა გარკვეული ზოლი გასხვისებული იყო. მის.: სოლოლაკის N 4, მაღაზია „Проводникь"

1918

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე ეფიმოვმა, დიმიტრი ანტონოვსკიმ, ალექსანდრე დანილოვიჩმა და გოგანეს სტოკმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ფოთიდან სამტრედიამდე მდინარე რიონის მონაკვეთის ექსპლოატაცია და ამ საქმეში ჩადებული კაპიტალის გამო სჭირდებოდათ შესაბამისი სამთავრობო კონცესია, 1918 წლის 14 სექტემბერს გზათა მინისტრს სთხოვეს მონოპოლიური უფლებების მინიჭება თევზჭერაზე, თევზეულის დამარილებაზე, შებოლვაზე, დაკონსერვებასა და გატანაზე. მის.: სოლოლაკის N 4, მაღაზია „Проводникь"

1918

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე ეფიმოვმა, დიმიტრი ანტონოვსკიმ, ალექსანდრე დანილოვიჩმა და გოგანეს სტოკმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ფოთიდან სამტრედიამდე მდინარე რიონის მონაკვეთის ექსპლოატაცია და ამ საქმეში ჩადებული კაპიტალის გამო სჭირდებოდათ შესაბამისი სამთავრობო კონცესია, 1918 წლის 14 სექტემბერს გზათა მინისტრს სთხოვეს მონოპოლიური უფლებების მინიჭება მდინარე რიონის სანაპიროების მთელ გაყოლებაზე ფოთიდან სამტრედიამდე და მის დელტაში ტყის სიმდიდრის ექსპლოატაციის უფლებაზე 50 წლით, და ამ კონცესიით მინიჭებული უფლებებითა და მოვალეობებით მათი შეხედულებისამებრ გირავნობის გადაცემის უფლება მესამე პირებსა და საზოგადოებებზე. მის.: სოლოლაკის N 4, მაღაზია „Проводникь"

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წლის 9 თებერვალს კომუნისტური პარტიის წევრების მიმღები კომისიის სხდომის თავმჯდომარე იყო თ. ბეღელაძე, მდივანი – ტ. პანიევი.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 9 თებერვალს კომუნისტური პარტიის წევრების მიმღები კომისიის სხდომის მუშაობას ესწრებოდნენ ტ. ბურეში, გევორქიანი და ჭკვიანოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ივლისს ს. ჩირაკაძე შუამდგომლობით მიმართავს გზების უფროსს, რომ უმუშევრობის პერიოდი უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და მიყენებული ზარალისთვის გამოუყონ დიდი დახმარება.

1918

ტიპი: ავტორობა

მ. ა. კოვალიოვი, რომელიც სამსახურში დაააბრუნეს 1-ლი მარტის გადატრიალების შემდეგ, 1918 წლის 5 ივლისს შუამდგომლობით მიმართავს გზების უფროსს, რომ სამსახურის შეწყვეტა უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და დაუნიშნონ გასამრჯელო სამსახურის დაკარგვისთვის, გამოუყონ დიდი დახმარება, რომლითაც მოვალეობას იკისრებენ, დაუფარონ გათავისუფლების დროს მიღებული საპენსიო შენატანები.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 ივლისს ვ. გოგავა შუამდგომლობით მიმართავს გზების უფროსს, რომ უმუშევრობის პერიოდი უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და დახმარება მისცენ 2 წლისა და 2 თვის მანძილზე ხელფასის ჩამორთმევისათვის.

1964

ტიპი: თანამდებობა

1964 წელს ელენე მეტრეველი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვლილი ამბაკო ჩაკვეტაძის ოჯახი ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებს, რომ გამოსვენება იქნება 1-ელ ოქტომბერს, სამ საათზე, ბინიდან ხონის მაცხოვრის ეკლესიაში.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის ივნისში დაიღუპა წითელგვარდიელი ზახარი გერმანოზაშვილი. დაკრძალვა დანიშნული იყო 6 ივნისს.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს ბორჩალოს მაზრაში პოლიციასთან შეტაკების დროს დაიღუპნენ ყაჩაღები – მაჰმუდ სულეიმან ოღლი და მაქსო მჭედლიშვილი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ეკატერინფელდში ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს უამბო, რომ საქართველოს მხედრობას პარტიზანული ბრძოლების წამოწყება გადაეწყვიტა და ამ საქმის გაძღოლა მას დაავალეს – პატარა საიდუმლო ჯგუფი უნდა შეეკრიბა რაზმის შესაქმნელად და მოძრაობის დასაწყებად.

1921

ტიპი: თანამდებობა

კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ უფროს მილიციონერად მუშაობდა ბათუმში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 სექტემბერს ნოე ჟორდანია ინახულა ევროპის სოციალური დელეგაციის შეხვედრის მომწყობი კომისიის თავმჯდომარემ ბიქტორ თევზაიამ და შეხვედრის გეგმა გააცნო.