საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87232

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლამდე, დაკავებამდე, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე მუშაობდა აგრონომიის ინსტრუქტორად.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს დაპატიმრებული ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი პროფესიით ეკონომისტი იყო.

1914

ტიპი: განათლება

1914-17 წლებში ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი დაიბადა 1891 წლის ნოემბერში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917-1919 წლებში ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი სურამსა და ხაშურში მდივნად მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1921 წლებში ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი დუშეთის რაიონში მდივნად მუშაობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1922 წლებში ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი სურამის რევკომსა და მუშკორში მუშაობდა.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის 21 აპრილს დაპატიმრებისას ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი თბილისის მე-11 უბნის საფინანსო ინსპექტორის თანაშემწედ მუშაობდა.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის 8 მარტის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, რიონჰესის სამმართველოს უფროსი იყო კლიმენტი სულავა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დაპატიმრებული ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი ცხოვრობდა მიხეილის (პლეხანოვის) პროსპექტზე.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს დაკავებული ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილის მეუღლე ოლღა სულიაშვილი ცხოვრობდა თბილისში, გოგოლის ქუჩა N48-ში.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში, მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმთა სხდომა შედგა, რომელზეც კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის შემადგენლობა აირჩიეს. კომიტეტის წევრები იყვნენ: გერონტი ქიქოძე, ლელი ჯაფარიძე, ლეო ქიაჩელი, სანდრო შანშიაშვილი, დავით კლდიაშვილი, იოსებ გრიშაშვილი, არისტო ჭუმბაძე, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, შალვა აფხაიძე და აკაკი ფაღავა.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში გამართულ მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმების გაერთიანებულ სხდომაზე აირჩიეს კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის წევრები: ვ. რუხაძე, ს. აბაშელი, ტ. ტაბიძე, პ. ინგოროყვა , პ. იაშვილი, დ.შენგელაია, კ. ლორთქიფანიძე, ვ. კოტეტიშვილი, ნ. მიწიშვილი, ს. თავაძე, ვ. ბარნოვი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 15 თებერვალს თბილისში გოგიტა ფაღავას დაპატიმრების დროს მის ბინაში აღმოაჩინეს ნოე ხომერიკის საბუთები და წერილები, მათ შორის მიმოწერა უცხოელ მენშევიკებსა და ჩოლოყაშვილის ბანდასთან, ასევე სხვა შიფრიანი ხელნაწერები.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წლის 1 მარტს კავთისხევის სასწავლებლის მზრუნველებმა თბილისის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ითხოვდნენ 10 თუმნით დახმარებას. განცხადებას ხელს აწერდნენ იოსებ ცხოველაძე, ივანე ლუკას ძე თარხნიშვილი, დავით იორამის ძე თარხნიშვილი, ნინიკა მორჩილაძე და მოსე აღაპიშვილი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 5 ნოემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ შედგენილი ილია ჭავჭავაძის უძრავი ქონების ვითარების შესახებ ვრცელი მოხსენების თანახმად, ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის მფლობელობაში შემავალი 286 დესეტინა შემდეგნაირად ნაწილდებოდა: სახლისთვის განკუთვნილი – 1,5 დესეტინა, სახნავი და საძოვარი – 141,5 დესეტინა, საბოსტნე – 4 დესეტინა, ტყე – 113 დესეტინა, სავენახე – 107 დესეტინა, უვარგისი – 9 დესეტინა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კომუნისტის“ მიხედვით, ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე, როგორც პარტიული მუშაკი, არაერთხელ გამხდარა რეპრესიების მსხვერპლი.

1909

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის შედგენილი 1909 წლის 5 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საგურამოს ჭავჭავაძისეულ სახლში ილიას სახელობის სკოლა იყო გახსნილი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 5 ნოემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ შედგენილი ილია ჭავჭავაძის უძრავი ქონების ვითარების შესახებ ვრცელი მოხსენების თანახმად, საგურამოს მამული 1891 წელს ბანკის დამფასებელს 43 828 მანეთად შეუფასებია, ბანკის გამგეობას კი – 40 000 მანეთად. მარტო სახლის აშენება 20 000 მანეთზე მეტი დაჯდომია ილია ჭავჭავაძეს: ქვითკირის სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე 3 ოთახი იყო, მეორეზე – 4, მესამეზე – 2; სახლს სამი აივანი ეკრა.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს ილარიონ გიორგაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრობისთვის გაასამართლეს.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე დაიბადა 1881 წლის ნოემბერს ქუთაისის გუბერნიაში, ოზურგეთის მხარის დვაბზუს თემის სოფელ ჭალაში.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 24 მარტის გაზეთ „კომუნისტის“ მიხედვით, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტისა და ისტორიკოს-მარქსისტთა საზოგადოებრივი ბრიგადის წევრებმა: ბუდილოვმა, ქადეიშვილმა, ხეჩუმიანმა, ლიუდვიგოვმა, პიასეცკიმ დაადგინეს, რომ ს. თალაკვაძის მოგონებები, სადაც ის სტალინზე საუბრობდა, არ შეესაბამებოდა ბოლშევიკურ იდეოლოგიას და მისი გამოყენება საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიის შესასწავლად დანაშაულის ტოლფასი იქნებოდა.

1932

ტიპი: ორგანიზაცია

1932 წლის 24 მარტის გაზეთ „კომუნისტის“ მიხედვით, ს. თალაკვაძე ბოლშევიკური პარტიის წევრი იყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 4 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1910 წელს საგურამოს მამულის ვალი 11 900 მანეთი იყო. აქედან ილიას ფონდის დავალიანება 6 000 მანეთს შეადგენდა (6 %-იანი სარგებლით), აზოვის ბანკისა – 2 000 მანეთს (8 %-იანი სარგებლით), თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობისა – 2 000-ს, სახელმწიფო ბანკისა – 1 400-ს (5,5 %-იანი სარგებლით) და ა. თ. ფრიდონოვისა – 500 მანეთს (ჯერ არ იყო სარგებლის რაოდენობა მევალისგან დათქმული).

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 4 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძის მიერ შედგენილი ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის ანგარიშის თანახმად, გეგმის ასლის გადაღებისთვის ო. ფანიევს 15 მანეთი გადაუხადეს.