რეგისტრირებული ფაქტები87232
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იაკინთე იოსების ძე გორგაძემ და მდივანმა მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილმა მთავარ გამგეობას ბორჯომის განყოფილების 1915 წლის ანგარიში გაუგზავნეს. ანგარიშის დაგვიანების მიზეზი ბორჯომის განყოფილების თავმჯდომარის ჯარში გაწვევა იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს თედორე ალექსის ძე გობრონიძე, მოსე ალექსის ძე დევდარიანი, ლუკა ანტონის ძე კელენჯერიძე, ერმინე და პლატონ ერმინეს ძე კვინიკაძეები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს მიხეილ სპირიდონის ძე გაჩეჩილაძე, დავით აფრასიონის ძე გაჩეჩილაძე, ვლადიმერ ბესარიონის ძე გველესიანი, ივანე ბებიშვილი, ემანუელ და ეფროსიმე გაბრიჭიძეები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების წევრები იყვნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 18 აპრილს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ანასტასია დავითის ასულ ჩოლოყაშვილის თელავის აგენტად დანიშვნა შესთავაზა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე, ბიქტორ ალფეზის ძე გაჩეჩილაძე და ვლადიმერ ილიას ძე ჩახვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს გიორგი დავითის ძე კილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს არჩილ სიმონის ძე აბაშიძე, ტრიფონ ანდრიას ძე ნიორაძე და ალექსანდრე ზურაბის ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობამ სვიმონ იოსების ძე ბეგიაშვილს სიღნაღის აგენტობა შესთავაზა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ საზოგადოებას განყოფილებები ჰქონდა ცხინვალში, ყვირილაში, ჭიათურაში, ჩოხატაურში, განჯაში, თბილისში, ყარსში, სარაყამისში, ბორჩალოში, გროზნაში, ფუქში, პეტროვსკსა და ხარაგაულში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს იოსებ დიმიტრის ძე ავალიშვილმა სასტიპენდიო ვალი 350 მანეთი გადაიხადა, ელენე ჩიჯავაძემ – 500, იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილმა – 100.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 18 აპრილს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილის თელავის აგენტად დანიშვნა შესთავაზა.
1970
ტიპი: თანამდებობა
1970 წლის შემდეგ შალვა მაღლაკელიძე საქართველოს მწერალთა კავშირის იურისტი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი თელავის სასულიერო სკოლის ინსპექტორი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ 1916 წელს დაარსებული ზუგდიდის სკოლის შენახვას წელიწადში 1775 მანეთი სჭირდებოდა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წლის 26 აპრილს სვიმონ იოსების ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სიღნაღის აგენტობაზე უარი უთხრა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ივნისამდე ნეოფიტე ომარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყალამშის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის სექტემბრამდე კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგურამოს სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე და ნესტორ სიმონის ძე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 აგვისტოს ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 26 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების კრებაზე საზოგადოების წევრმა, ვაჭარმა ვანო სპირიდონის ძე გაჩეჩილაძემ განყოფილებისთვის წელიწადში ერთი დღის ნავაჭრის 10 პროცენტის შეწირვა გადაწყვიტა.

