რეგისტრირებული ფაქტები87232
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ აგენტს სახალხო სკოლებისთვისაც უნდა მიექცია ყურადღება, დაკავშირებული ყოფილიყო მათ მასწავლებლებთან და პრობლემის არსებობისას თვითონ დახმარებოდა ან მმართველობისთვის ეცნობებინა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლიდან ქეთევან სერგოს ასული ჯინჭველაშვილი აკაურთის სკოლის მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ გერგეთის სკოლის (დაარსდა 1910 წელს) შენახვას წელიწადში 1860 მანეთი სჭირდებოდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლიდან მიხეილ ჩიქვინიძე და ნატალია ბასილაშვილი ვარიანის სკოლის პედაგოგები იყვნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ 1914 წელს დაარსებული ვარიანის სკოლის შენახვას წელიწადში 5978.70 მანეთი სჭირდებოდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კლემენტი კონსტანტინეს ძე თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას ხელმძღვანელობდა. გამგეობამ 1915 წლის იანვარიდან ივლისის ჩათვლით 17 სხდომა ჩაატარა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ილია გიორგის ძე გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მგალობელთა გუნდს ხელმძღვანელობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ილია გიორგის ძე გოგია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მეოთხე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 16 მოსწავლე სწავლობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს თამარ ასლანის ასული გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მესამე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 23 მოსწავლე სწავლობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მართა ივანეს ძე ჩიხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის მეორე კლასის პედაგოგი იყო. კლასში 35 მოსწავლე სწავლობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასწავლებლის გამგე და პირველი კლასის პედაგოგი იყო. კლასში 51 მოსწავლე სწავლობდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 12 ივლისს კავკავიდან დაბრუნებული გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და ილია აქვსენტის ძე ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლას ესტუმრნენ. ამ დროისთვის სკოლას ჰქონდა საკუთარი შენობა, ფუნქციონირებდა 4 კლასი 125 მოსწავლით.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სკოლის გამგე და პირველი კლასის მასწავლებელი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ იანვარს იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგვამ და ვლადიმერ ლუკას ძე ბურჯანაძემ დააკმაყოფილეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თხოვნა შემოსავლის 20%-იანი გადასახადის შემცირების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ვალერიან ისაკის ძე ახვლედიანი და მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილს მისცეს 25 მან. 60 კაპ. ღირებულების წიგნები დასარიგებლად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, წინარეხის მასწავლებელ ეკატერინე რუსიშვილს მისცეს 2 მან. 78 კაპ. ღირებულების წიგნები დასარიგებლად.

