რეგისტრირებული ფაქტები80195
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ეწერში სამრევლო სკოლის დამაარსებელმა ბუჭუა აფაქიძემ, რომ თვიურად თითო თუმანი გაეგზავნათ მისთვის, რათა მასწავლებელთათვის გადაეხადა ჯამაგირი. გამგეობამ აღნიშნული საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დომინიკა ზურაბის ასულმა ერისთავმა და ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები, საიდანაც გამგეობამ ჯამში მიიღო 12.52 მანეთი.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით, საადმინისტრაციო განყოფილების (სექციის) მოვალეობებში შედიოდა: კანცელარიის საქმის წარმოება და მოწყობა; ფასიანი ქაღალდების მიღება, შენახვა და თანხების გაცემა; წიგნის მაღაზიისა და წიგნის საწყობის გამგებლობა; უძრავ ქონებათა გამგებლობა; საზოგადოების ქონებრივ გაძლიერებაზე ზრუნვა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ცუდ მდგომარეობაში იყო ქართლში არსებული ბიბლიოთეკები. მაგალითად, გომის, ქარელის, სადაც ბიბლიოთეკებს მხოლოდ სახელი ჰქონდა და ხალხი არც ინიციატივას და არც ინტერესს არ იჩენდა რომ ისინი კარგად მოწყობილიყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა, ეკატერინე გაბაშვილისა, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი მაისიდან 18 მაისამდე.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ არ შეესაბამებოდა სიმართლეს პეტრე პავლეს ძე გელეიშვილის ინფორმაცია, თითქოს ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერებიდან დ. ჭონქაძის სურამის ციხის შესახებ ინფორმაციის ფურცლები იყო დაკარგული.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ დაათვალიერა ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერები, რომელიც სულ 16 გვერდს შეიცავდა (კატ. N 1461). მას არ აკლდა არც ერთი ფურცელი და არც პორნოგრაფიული ხასიათის წერილები არ იყო. მისი აზრით, შეუძლებელი იყო დარბაისელ მწერალს პორნოგრაფიული ხასიათის წერილები დაეწერა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ კარგად იცნობდა ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერებს, რომლებიც მალაქია ტოროშელიძესთან ერთად შეისწავლა მუზეუმში. გელეიშვილის აზრით, ორბელიანის ხელნაწერებიდან დაკარგული იყო დ. ჭონქაძის სურამის ციხის შესახებ ინფორმაციის ფურცლები.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე ამბის გარკვევა ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერებში იყო თუ არა დაკარგული დ. ჭონქაძის სურამის ციხის შესახებ ინფორმაციის ფურცლები, მიანდეს პავლე დავითის ძე საყვარელიძესა და რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ივანე რატიშვილი, ივანე ზურაბიშვილი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დრამატული საზოგადოების გამგეობამ, რომ მუზეუმიდან ეთხოვებინათ რამდენიმე ძველებური ნივთი, რომელიც წარმოდგენისთვის სცენის მოსაწყობად სჭირდებოდათ. გამგეობამ დრამატულ საზოგადოებას უარი განუცხადა, რადგან საზოგადოების დადგენილი კანონების მიხედვით მათ არ ჰქონდათ უფლება გაენათხოვრებინათ რომელიმე ძველი ნივთი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ბეგოიძე მუშაობდა შეგირდად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოსახელოსნოში.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომაზე მოხსენება გააკეთა თომა მთავრიშვილმა, რომ ქუთაისში საზოგადოების სასარგებლოდ რამდენიმე აგენტი ქალი გამართავდა ღონისძიებას იმ პირობით, თუ შემოსული თანხა მოხმარდებოდა წიგნების გავრცელებას იმ სოფლებში, რომლებსაც ისინი დაასახელებდნენ. საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ალექსანდრე როინაშვილის ნაანდერძევი 5%-იანი ქაღალდები უნდა გამოესყიდათ ბანკიდან, რომლებიც დაგირავებული ჰქონდა ა. როინაშვილს 1130 მანეთად. გამგეობამ ბანკიდან ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ იაკობ გოგებაშვილისა და ისიდორე რამიშვილის შუამდგომლობით გრიგოლ ვოლსკს გაუგზავნეს სასწავლო წიგნები, რომლებიც უნდა გადაეცა ხულოს სკოლის პედაგოგ ალექსანდრე მგელაძისთვის. საკითხი გამგეობას არ განუხილავს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა წევრებად აირჩია: პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, რომლებმაც თავმჯდომარედ აირჩიეს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მოადგილედ – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხაზინადრად – ი. ვ. მოზდოკელოვი, და ხაზინადრის კანდიდატად – ნ. თ. გუბნელოვი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგისა და ქუთაისის საკვირაო სკოლის დამაარსებლის წერილი, რომლითაც მათ გამგეობას განუცხადეს თანხმობა, თანაბრად გაეყოთ ბაქოდან გამოგზავნილი 15 თუმანი. გამგეობამ მათ გაუგზავნა აღნიშნული თანხა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 20 დეკემბერს დაბა ჩოხატაურში ჩატარებულმა კრებამ დაადგინა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების შექმნა. კრების ოქმისა და სილიბისტრო თავართქილაძის თხოვნის რუსულენოვანი ვარიანტი ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას 22 დეკემბერს წარუდგინა ბესარიონ დოლიძემ – ზემო ამაღლების წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმა, ჩოხატაურის ფილიალის გამგეობის წევრმა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 21 დეკემბერს სილიბისტრო თავართქილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უგზავნის 20 დეკემბერს დაბა ჩოხატაურში გამართული კრების ოქმს ადგილობრივი განყოფილების დაარსების შესახებ და სთხოვს დაეხმარონ ფილიალის დაკანონებასა და შემდგომი საქმიანობის წარმართვაში.
1898
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების აგენტის მიხეილ მღვდლიშვილის წერილი სვანეთში სკოლის გახსნის საჭიროებისა და იმ შემწეობის შესახებ, რომელიც ცაგერის საზოგადოებისგან უნდა მიეღოთ. გამგეობამ განაცხადა, რომ გაითვალისწინებდნენ მის განცხადებას.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წელს ივანე პურადაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძის ფონდის სასარგებლოდ ქუთაისში გამართულ საღამოზე შემოსული თანხიდან (370 მან.) 14 მანეთი ერგებოდა იოსებ ქუთათელაძეს მწერლის სურათის მიწოდებისთვის, დარჩენილი 356 მან. კი ილიას ფონდს ეგზავნებოდა.