რეგისტრირებული ფაქტები80195
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ განსვენებული იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად, მის სახელმძღვანელოებში შესწორების ან ცვლილების შეტანა იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ გამგეობის წევრების 3/4 იქნებოდა ცვლილების მომხრე. აქედან გამომდინარე, ეს აკადემიური შრომა გამგეობისთვის უნდა დაევალებინათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა განაცხადა, რომ სახელმძღვანელო წიგნიდან – „დედა ენიდან“ საჭირო იყო ამოეღოთ სასულიერო-ზნეობრივი ნაწილი, რათა იგი ერთნაირად გამოსაყენებელი ყოფილიყო მართლმადიდებელი, ებრაელი და მაჰმადიანი ქართველისთვის. მსგავსი შესწორება იაკობ გოგებაშვილის ანდერძის საწინააღმდეგო ქმედება არ იქნებოდა და თავად წიგნიც არ შებღალავდა რელიგიურ გრძნობებს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ იაკობ გოგებაშვილის ანდერძის თანახმად, მისი სახელმძღვანელო წიგნების ანგარიში საზოგადოების ანგარიშიდან გამოყოფილად, ცალკე უნდა დაბეჭდილიყო და სწორედ ამიტომ იყო ორი ანგარიში ერთი თარიღით შედგენილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ გამგეობას ბევრი საკითხავი წიგნი გამოეცა და, იმავდროულად, მტკიცედ დაეცვა აკადემიური ენა. შანშიაშვილის ეს მოსაზრება კრებამ საყურადღებოდ მიიჩნია.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ განსვენებული ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე ხრამელაშვილისაგან 1912 წლის აპრილში იყიდა კრებული და მისი I ნაწილი 600 ცალი დაბეჭდა. სხვა დანარჩენი წიგნები ხრამელაშვილის თანხმობით ციხის სტამბაში შეუკვეთა დასაბეჭდად, სადაც მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო წიგნების დაბეჭდვა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ 1912 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე ხრამელაშვილი და მან მისი სიკვდილის შემდეგ განაგრძო სტამბასთან შეთანხმებული წიგნების ბეჭდვა. სულ 12000 ცალი წიგნი დაბეჭდა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე ხრამელაშვილი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამგეობამ დაადანაშაულა მისი ანდერძის საწინააღმდეგო ქმედების გაწევაში. მან ოთხჯერ მიიწვია გამგეობა სამედიატორო სასამართლოში ბრალეულობის გასარკვევად, მაგრამ სწორ პასუხს ვერ ეღირსა თუ რატომ ადანაშაულებდა მას. მერკვილაძემ ოფიციალურ სასამართლოს არ მიმართა, რადგან არ უნდოდა შეურაცხყოფა მიეყენებინა ერთადერთი ეროვნულ-კულტურული დაწესებულებისათვის – გამგეობისათვის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ იკითხა, რატომ არ იყო ეგნატე ხრამელაშვილის მიერ დაბეჭდილ წიგნებზე სტამბის სახელი და თარიღი აღნიშნული. იოსებ მერკვილაძემ უპასუხა, რომ კორექტურას ავტორი ასწორებდა და თავად არაფერ შუაში იყო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 ოქტომბერს კოტე მესხმა სამსონ ფირცხალავას შეატყობინა, რომ 27 ოქტომბერს ბათუმში დაგეგმილი ილია ჭავჭავაძის ხსოვნის საღამოსთვის სჭირდებოდათ ისეთი სურათი (ჩარჩოს გარეშე), როგორიც პოეტის დასაფლავებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჰქონდა გამოფენილი. მესხმა ითხოვა, სურათი (გადასახადის მითითებით) ქალაქის გამგეობისთვის ივანე სიმონის ძე მესხის ან გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის სახელზე გაეგზავნათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1913 წლის იანვრისთვის იყო 240 წევრი. წლიურ კრებაზე 494 ადამიანი დაემატა, რაც ჯამში 734-ს შეადგენდა. 1914 წლის იანვრისთვის კი საზოგადოებას მხოლოდ 469 წევრი ჰყავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თბილისში ფულის შეუტანლობის გამო 265 წევრი გამოაკლდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ქართველს შეეძლო საზოგადოებაში გაწევრიანება. მისი აზრით, ახალი წევრების მიღება საქმეს გამოაცოცხლებდა და გამგეობის წევრ ინტელიგენტებს მუშაობის მოტივაციას გაუჩენდა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სკოლის ინსპექტორმა სამსონ ყიფიანმა წარმოადგინა ამავე სკოლის 12 ნოემბრის და 21 დეკემბრის პედაგოგიური რჩევის პროტოკოლები, რომლის განხილვაც და თავიანთი მოსაზრების გამგეობისთვის მოხსენება სკოლათა კომისიას დაევალა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ივანე იოსების ძე კაჩუხოვმა ისაუბრა საწევრო გადასახადის შემცირების წინააღმდეგი გუნდის მოსაზრებაზე, რომ ხალხი მოუმზადებელი იყო და საკუთარი კულტურული ინტერესები არ ჰქონდა გააზრებული. ასევე შესაძლებელი იყო რეპრესიები დაწყებულიყო და საზოგადოება მთლიანად დახურულიყო. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ ისინი საწევრო გადასახადის შემცირებას.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა რომან ზურაბის ძე ალავიძემ და ფილიპე ალმასხანის ძე არაბიძემ გადაიხადეს საწევრო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ ეკატერინე თევდორეს ასული ასათიანი, იოსებ იოსების ძე ანთაძე და მიხეილ მიხეილის ძე ასათიანი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი, განიხილეს ბაქოს ქართული წიგნსაცავისა და სამკითხველოს გამგე კომიტეტის წერილი, რომ გამგეობას წიგნსაცავისთვის გაეგზავნა ბაქოდან გამოგზავნილი 25 თუმანი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძეს სთხოვეს, მომდევნო კრებაზე წარედგინა თავის გამამართლებელი საბუთი ეგნატე ხრამელაშვილის სიკვდილის შემდეგ გაგრძელებული სახელმძღვანელოების უკანონოდ თუ კანონიერად ბეჭდვის საკითხთან დაკავშირებით. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა უდის სახალხო ბიბლიოთეკის გამგემ, რომ ბიბლიოთეკისთვის გამოეწერათ შემდეგი ჟურნალ-გაზეთები: „მოამბე“, „კრებული“, „ჯეჯილი“, „კვალი“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „თარჯიმანი“, „კავკასია“ და „მეურნე“. ასევე გაეგზავნათ წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას არ ჰქონდა. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სავარაუდო შემოსავალ-გასავალი დაამტკიცეს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა, თავმჯდომარის მოადგილე დავით კარიჭაშვილმა, წევრებმა: გიორგი ლასხიშვილმა, შიო დედაბრიშვილმა, ლუარსაბ ბოცვაძემ, გრიგოლ რცხილაძემ, გიორგი ცინცაძემ, ნინო ანთაძე-ნაკაშიძემ. შემოსავალი იყო: საწევრო გადასახადი 1400 მანეთი, ყულაბებით შეგროვილი 100 მანეთი, სეირნობიდან და კონცერტიდან შემოსული 1000 მანეთი, განყოფილებათა შემოსავლის 20% – 600 მანეთი, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობიდან შემოსული 6000 მანეთი, თბილისის ქალაქის თვითმმართველობისაგან ნავთლუღის სკოლისათვის – 500 მანეთი, სოფელ წინარეხიდან ადგილობრივი სკოლისთვის – 80 მანეთი, ნავთლუღის სკოლის მოსწავლეებისგან სწავლის საფასური – 60 მანეთი, სხვადასხვა შემოწირულობებიდან – 1000 მანეთი, ფულის სარგებელი და ზუბალაშვილის სასტიპენდიო – 19676 მანეთი და 88 კაპიკი, წიგნის მაღაზიის შემოსავალი – 5100 მანეთი, წიგნების გამომცემლობიდან – 9600 მანეთი, ხახანაშვილის დასაფლავებისთვის გაწეული ხარჯი, რომელიც დააბრუნეს – 2398 მანეთი და 34 კაპიკი, 1914 წლის შემოსავლის ნაშთი – 4002 მანეთი და 09 კაპიკი, სულ – 51517 მანეთი და 31 კაპიკი.