საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80080

1883

ტიპი: სტატუსი

1883 წელს თამარ სოლომონის ასული ქართველიშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძის განცხადება საზოგადოების გამგეობის წევრობიდან განთავისუფლების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 21 იანვარს ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძის ნაცვლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად ივანე პეტრეს ძე ჭავჭავაძე მიიწვიეს.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ოლღა ქანანოვისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს კონსტანტინე იასეს ძე ფავლენიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ივანე რომანოზის ძე ფურმანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ეკატერინე დიმიტრის ასული ფურცელაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ბორის გრიგოლის ძე ფურცხვანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1885

ტიპი: სტატუსი

1885 წელს ქრისტეფორე ნიკოლოზის ძე უგრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1883

ტიპი: სტატუსი

1883 წელს გრიგოლ ფაღავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1880

ტიპი: სტატუსი

1880 წელს ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1884

ტიპი: სტატუსი

1884 წელს ლაზარე ალექსის ძე ტურიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 15 იანვარს აკაკი როსტომის ძე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აპრილის, მაისისა და ივნისის პენსია – 300 მანეთი სთხოვა. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სტიპენდიების განაწილების საკითხი განიხილეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 21 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ზუბალაშვილების სახელობის ერთი სტიპენდია განთავისუფლდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 12 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 575. 48 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 3064. 86 და შენახული თანხა – 9302. 92.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 აგვისტოდან 1910 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართულმა დასმა წარმოადგინა შემდეგი სპექტაკლები: „პატარა კახი“, „მარუჩა“, „თამარ ცბიერი“ და „სიძე-სიმამრი“. ოთხივე წარმოდგენას ერთად 1700 მაყურებელი დაესწრო. სპექტაკლების შემოსავალმა 1287 მანეთი და 29 კაპიკი შეადგინა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 29 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 1532. 24 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 5764. 86 და შენახული თანხა – 8502. 92.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობის სახით მიიღო გენერალ გიორგი სპირიდონის ძე ხიმშიაშვილისგან 1000 მანეთი, ელისაბედ მუხრანსკაიასგან – 334 მანეთი, მიხეილ ნასაძისგან – 200 მანეთი, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილისგან – 100 მანეთი, ლიზა მუსტაროვასაგან – 60 მანეთი, ალექსანდრე ძიაპშპასაგან – 30 მანეთი, ალექსანდრე ფალავანდიშვილისგან – 7 მანეთი და 25 კაპიკი, დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძისაგან – 10 მანეთი და 70 კაპიკი, სოლომონ კონსტანტინეს ძე ზალდასტანიშვილისაგან – 8 მანეთი.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების მიხედვით საზოგადოებას მართავდა საერთო კრება. კრებაზე განიხილებოდა და მტკიცდებოდა წლიური ბიუჯეტი, ხმათა უმრავლესობით ირჩევდნენ თავმჯდომარეს (სამი წლით), სარევიზიო კომისიას, საზოგადოების გამგეობისა და ნამდვილ წევრებს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 473. 81 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 2964. 86 და შენახული თანხა – 9302. 92.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს თევდორე რაზიკაშვილის თხოვნით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ხელთუბნის სკოლას 5 „დედა ენა“, 2 „საღმრთო ისტორია“ და წითელი მელანი გაუგზავნეს. ნივთები ჯამში 2 მანეთისა და 75 კაპიკის ღირებულების იყო.