რეგისტრირებული ფაქტები80080
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ბათუმის სკოლის სამზრუნველოს მისწერა, სკოლაში მოსწავლეთა რიცხვის სამასამდე გაზრდის მიზეზი ეცნობებინათ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ვასილ კონდრატეს ძე კოჩინევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის პირველ ივნისს ნაშთის სახით მიღებული ჰქონდა 118 მანეთი და 54 კაპიკი, მკითხველთაგან – 3 მანეთი და 65 კაპიკი, გაყიდული გაზეთებიდან კი – 2 მანეთი და 37 კაპიკი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს თბილისის მე-2 სამკითხველოს ნაშთის სახით მიღებული ჰქონდა 78 მანეთი, მკითხველთაგან – 1 მანეთი და 95 კაპიკი, საზოგადოების წევრთაგან კი – 15 მანეთი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას ხელს ილია ჭავჭავაძე აწერდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გორის მაზრის მოსახლეობამ საზოგადოებას ახალქალაქში სამკითხველოს გახსნა სთხოვა. შუამდგომლობა ნიკოლოზ ცხვედაძემ განიხილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავსა და მუზეუმზე ზრუნვა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკებზე ზრუნვა ივანე რატიშვილსა და არჩილ ჯორჯაძეს დაავალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ალექსანდრე მამუჩაშვილს 70 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნების ბეჭდვაზე ზრუნვა გიორგი ლასხიშვილს დაავალა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 4 ოქტომბერს მიხეილ ფილიპეს ძე რამიშვილი (ჩოხატაურის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველი) და ნინა ალექსანდრეს ასული გამრეკელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის პედაგოგებად დაინიშნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს დავით იაკობის ძე თედეშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯების გარეშე 63 მანეთი და 31 კაპიკი ჰქონდა. ფაქტი ხელმოწერით ილია ჭავჭავაძემ დაადასტურა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს კონსტანტინე ტარიელის ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს სიმონ მერაბის ძე კვიტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის პირველ სამკითხველოს 1901 წლის ოქტომბერში ნაშთის სახით ჰქონდა 45 მანეთი და 6 კაპიკი, მკითხველთაგან – 10 მანეთი და 20 კაპიკი, დღიური შემოსავლის სახით კი – 4 მანეთი და 95 კაპიკი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში თბილისის პირველი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: კონსტანტინე ჯაფარიძემ, დავით კარიჭაშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სხვებმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს: ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ და ივანე რატიშვილმა.