რეგისტრირებული ფაქტები80200
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო ნიკოლოზ მთვარელიშვილი.
1883
ტიპი: ორგანიზაცია
1883 წელს პავლე გიორგის ძე გვრიტიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 48 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა: ყვირილის განყოფილების – დაბა ყვირილაში, ჩხარში, ხარაგაულში, ღორეშასა და მუხურში. ხონის განყოფილებისა – ხონში, მათხოჯში, ნოღალევსა და გუბში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯები ივანე რატიშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა დაამტკიცეს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველი იანვრისათვის თბილისის ვერის ბიბლიოთეკას 103 ხელმომწერი ჰყავდა, მათ მიერ გატანილი წიგნებიდან სასულიერო შინაარსის იყო 7 წიგნი, 1381 მოთხრობა და პიესა, 124 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი, 50 – გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 22 – საბუნებისმეტყველო, 40 – სასოფლო-სამეურნეო, 327 – საზოგადოებრივი და 251 ჟურნალი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გრიგოლ ყიფშიძეს დავით კლდიაშვილის მოთხრობების შესწორებაში 10 მანეთი გადაუხადეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ბაქოში ქართული სკოლის გახსნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის განცხადება ხელთუბნის სკოლის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 23-დან 27 ოქტომბრამდე საზოგადოებას 22519.82 მანეთი ჰქონდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 19-დან 25 სექტემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 6216. 46 მანეთი და დაიხარჯა – 3490. 67.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 516. 85 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 6244. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.