რეგისტრირებული ფაქტები80201
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 ივნისს კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, კონსტანტინე ივანეს ძე კობახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 24 თებერვალს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადრის განთავისუფლების ბრძანებას.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუღალტერ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილს 10. 76 მანეთის დავალიანება აღმოაჩნდა. საქმის გამოძიება ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილსა და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს დაევალათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ვასილ პავლეს ძე ყუშიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს აკაკი როსტომის ძე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პენსიის წინასწარ მიცემა სთხოვა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სიმონ ნიკოლოზის ძე სააკაშვილმა 100 მანეთი შესწირა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილს სალიტერატურო ფონდიდან ერთჯერადი დახმარება გამოუყო.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმის მიხედვით, საზოგადოების წევრი იყო თომა იოსების ძე ასათიანი.
1899
ტიპი: პირადი ურთიერთობა
მასწავლებელი გიორგი დავითის ძე აგლაძე იყო თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძის ძმა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 მაისს მალაქია რაჟდენის ძე მჟავანაძე-მიქელაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 ივნისს მოსკოვის სამეურნეო ინსტიტუტის ქართველმა სტუდენტებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მალაქია რაჟდენის ძე მჟავანაძე-მიქელაიშვილისათვის მეორედ სთხოვეს სტიპენდია.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის მაისიდან ნოემბრამდე მალაქია რაჟდენის ძე მჟავანაძე-მიქელაიშვილი მესაქონლეობის გამომკვლევ ექსპედიციაში მუშაობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს პეტროგრადის ქალთა უმაღლესი კურსების სტუდენტმა, ელენე დავითის ასულმა გოგობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ 1915 წელს კრიტიკული მდგომარეობის გამო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭომ სტიპენდიატებს თანხის გაგზავნა შეუწყვიტა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აგვისტოს გიორგი ილიას ძე კიკნაველიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 2 ივლისს ოდესის უნივერსიტეტის მედიკური ფაკულტეტის სტუდენტმა, ირაკლი დავითის ძე კლდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.