რეგისტრირებული ფაქტები80206
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა მარიამ დემურიას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წინაშე უშუამდგომლა, რომ საზოგადოებას ნაძალადევის სამკითხველოსთვის ყოველთვიურად 25 მანეთი და წიგნები მიეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს დიმიტრი არაყიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თავისი სიმღერების დაბეჭდვა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 25 ივნისს კონსტანტინე ივანეს ძე გუდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას კიევის კომერციულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს და გადაწყვიტეს, დაეკმაყოფილებინათ არჩილ ჯაჯანაშვილის თხოვნა სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ გიორგი ყაზბეგს, ფილიპე გოგიჩაიშვილს, ალექსანდრე ყიფშიძესა და სამსონ ფირცხალავას უნდა ეშუამდგომლათ პოლიევქტოს კარბელაშვილთან წიგნისა და ძველი ხელნაწერების შესყიდვის თაობაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს და გადაწყვიტეს, დაეკმაყოფილებინათ იასონ ჩხენკელის თხოვნა სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 ივნისს ბიქტორ ივანეს ძე შალიკიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ბიქტორ ივანეს ძე შალიკიანს კავკასიის სამოსწავლო ოლქმა სიმწიფის მოწმობა გადასცა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 16 ივნისს კონსტანტინე იაკობის ძე შხვაცაბაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სიღარიბის მოწმობა წარუდგინა და სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 იანვარს ფილიმონ გიორგის ძე კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა. იგი საზოგადოებას გამოყოფილი თანხის სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნებას შეჰპირდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ფოტოსახელოსნოს განყოფილების გამგემ, ტარას მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ მან მოძებნა დახელოვნებული რეტუშორი, რომელიც ყოველთვიურად ითხოვდა ხელფასს, 40 მანეთს. გამგეობის თანხმობის შემთხვევაში რეტუშორი მაშინვე შეუდგებოდა თანამდებობის აღსრულებას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ აბრამ გერასიმეს ძე აკოფოვისთვის „ბუნების კარისა“ და „დედა ენის“ ყდაში ჩასმისთვის კუთვნილი თანხის მიცემა გადაწყვიტა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ პეტრე სურგულაძესთვის ეთხოვათ საგარეჯოსა და გიორგიწმინდის სკოლების რევიზია.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 თებერვალს დავით კარიჭაშვილმა გაბრიელ ეპისკოპოსის პანაშვიდის გადახდისთვის სასულიერო პირებს მადლობა გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელთუბნის სკოლის რევიზიის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ივანე რატიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წინაშე პირველი და მეორე სამკითხველოს შესახებ მოხსენებით წარდგა.