საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80208

1881

ტიპი: განათლება

1881 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში მაჰმადის რჯულის სასწავლებლად მაჭახელაში მცხოვრები ხოჯა სულეიმან ეფენდი ზადე მიიწვიეს, რის შემდეგაც ბათუმის მაჰმადიანთა დიდმა ნაწილმა საზოგადოების სკოლაში შვილების ტარება გადაწყვიტა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ექვთიმე ხელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 237. 09 მანეთის წიგნები შესწირა: 260 ცალი „ნატვრისთვალი“, 440 — „იუდას“, 240 ეგზემპლარი „ჩვენს ქალებს“, 200 — „საერო დღესასწაულს“ და 10 — „ირაკლი მეორეს“.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს რუსეთის სიტყვიერების მოყვარეთა საზოგადოების მოწოდება, მონაწილება მიეღოთ 26 აპრილს მოსკოვში ნიკოლოზ გოგოლის ძეგლის გახსნაში.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ თუმანიშვილის წინადადება, საზოგადოებას მონაწილეობა მიეღო თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებათა კრებაში.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენება ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქონების შესახებ.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მზრუნველთა საბჭოს წევრები იყვნენ: ჰუსეინ აღა ბაკურიძე, ჰუსეინ-ბეგ ბეჟანოვი, ჰუსეინ აღა გამბარ ოღლი, დურსუნ-ბეგ აბაშიძე, ზადე კადირ ეფენდი და ოსმან აღა აბაშიძე.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მზრუნველთა საბჭოს წევრები იყვნენ: თორნი ზადე, ჰიშამ ზადე, კარა აღა ზადე, ქემალ აღა ზადე, როსტომ აღა ზადე, მეჰმედ ეფენდი ზადე, შერიფ აღა ზადე, ჰუსეინ აღა ზადე, მელექ ზადე აბაშიძე, სულეიმან ეფენდი ზადე, სულეიმან აღა ზადე.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 14 დეკემბერს ბათუმში მყოფმა სერგი ირაკლის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსების მიერ წართმეული ზღვისპირა შენობის კომპენსაციის ასაღებად დახმარებას ითხოვდნენ. მათ აღებული თანხის გადაცემა სურდათ საზოგადოებისთვის სკოლის ასაშენებლად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლისთვის 100 თუმნის სესხება სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 28-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს ბათუმის მცხოვრებმა ლევან მჭედლიშვილმა გამოთქვა სურვილი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის შენობისათვის მიწა უსასყიდლოდ შეეძინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 28-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრეცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ: კოსტა მიმინოშვილი, ანდრია გრიგოლავა, დავით საბაშვილი, ალექსანდრე საბაშვილი, ვლადიმერ მითაიშვილი, სტეფანე კაკაბაძე, სამსონ მაქანდაროვი, იოსებ შევარდენიძე და ნიკო ქაჯაია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, წინარეხის სკოლისთვის გაეგზავნათ 31. 40 მანეთის ნივთები: 20 სამელნე, 10 ცალი საშლელი, ცარცი, 10 ცალი კალამი, 2 ყუთი მელნის ფხვნილი და სხვა ნივთები.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ: იორდანე მეგრელიშვილი, სიმონა მეგრელიშვილი, ვასილ კაკაბაძე, მიხაკო შევარდენიძე, ალფეზი ღლონტი, დიმიტრი ხარჩილავა, ფილიმონ ჟვანია, გიორგი ქავჟარაძე და ა. საულიდი.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 23 ოქტომბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ბათუმის სკოლის დირექტორ მოსე ნათაძეს მშობლების თხოვნის საფუძველზე სკოლაში რუსული ენის მეორე კლასიდან სწავლებას დათანხმდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ელენე ბაბუთოვისა და ეკატერინე გაბაშვილის 27-ე, 159-ე, 123-ე ყულაბების გახსნის საკითხი განიხილეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პროკოფი ახვლედიანის, ამბროსი სოლომონის ძე ახვლედიანის, კონსტანტინე გიორგის ძე გამსახურდიას, მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილის, ივანე როსტომის ძე გაგნიძის, ვიქტორ ისიდორეს ძე დოლიძის, შალვა თომას ძე ელიავასა და ივანე ბესარიონის ძე ვაშაკიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წევრებმა – გიორგი გარსევანის ძე რატიანმა, იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ, ქრისტეფორე III-მ (ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილმა), ტერეზა დიმიტრის ასულმა ხმიადაშვილმა, სვიმონ თომას ძე ხუნდაძემ, ეგნატე მამუკას ძე ხრამელაშვილმა და ეპიფანე ჯაოშვილმა – საწევრო 3 მანეთი გადაიხადეს.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ამბროსი სოლომონის ძე ახვლედიანი ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საწევრო, 3 მანეთი, შესწირეს შემდეგმა პირებმა: ეკატერინე გრიგოლის ასულმა მესხმა, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილმა, დავით იოსების ძე მაჭავარიანმა, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა, ევგენი სოსოს ძე ოჩიგავამ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, მარიამ სოლომონის ასულმა რატიშვილმა, ნიკოლოზ გიორგის ძე ოქრომჭედლიშვილმა და ნატალია მიხეილის ასულმა მუსხელიშვილმა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს შალვა თომას ძე ელიავა იყო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ორი წლის საწევრო, 6 მანეთი, შესწირეს დავით ზაქარიას ძე გარსიაშვილმა, ელენე დიმიტრის ასულმა გვარამაძემ, გრიგოლ (გიგო) ნიკოლოზის ძე დიასამიძემ, ვლადიმერ ბესარიონის ძე ელიავამ, ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილმა და ელისაბედ იოსების ასულმა დარჩიაშვილმა.