რეგისტრირებული ფაქტები80221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წევრებად აირჩიეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ანასტასია ხერხეულიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული 8. 27 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს იორამ ჯორჯაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული 6 მანეთი გადასცა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის თხოვნა ყველა პროტოკოლის დედნის გაგზავნის შესახებ. ყიფიანს აინტერესებდა, რა სახით გაეგზავნა გამგეობისთვის პროტოკოლები.
1890
ტიპი: ღონისძიება
მარიამ წერეთლისასა და ელენე ლორთქიფანიძისას მიერ მოწყობილი საქველმოქმედო მეჯლისებიდან შეგროვდა 660 მანეთი, რომელიც 1890 წლის შემოდგომაზე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებისთვის თბილი ტანსაცმლის შეკერვას უნდა მოხმარებოდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა პედაგოგიური რჩევის 7 პროტოკოლის დედანი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს დიმიტრი ხოშტარიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული 1. 36 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ვარვარა ტატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული 6 მანეთი გადასცა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890-1891 სასწავლო წელს მასწავლებელი სილოვან ხუნდაძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გადაიყვანეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს მარიამ წერეთლისამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად საქველმოქმედო მეჯლისი მოაწყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა იაკობ მანსვეტაშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს სკოლის საქმეები (1879 წლიდან 1885-ის ჩათვლით) გაუგზავნა და სთხოვა, როცა ეს დოკუმენტაცია აღარ დასჭირდებოდა, დაუყოვნებლივ დაებრუნებინა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს ელენე ლორთქიფანიძემ საქველმოქმედო მეჯლისი გამართა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეების დასახმარებლად.
1890
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს 1890 წლის დოკუმენტაციის მიხედვით, ელენე დიმიტრის ასული ყიფიანი-ლორთქიფანიძისა მზრუნველი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს 1890 წლის დოკუმენტაციის მიხედვით, სილოვან ხუნდაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში ქართული ენისა და სუფთა წერის გაკვეთილებს ატარებდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 24 აპრილს ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა ცნობები ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გაკვეთილების განაწილების შესახებ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 24 აპრილს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა 9 პროტოკოლის პირი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ბიკენტი თაბუკაშვილის, შალვა გიორგის ძე შათირიშვილის, ლევან სამსონის ძე ყიფიანის, ქეთევან კონსტანტინეს ასული მაღალაშვილის, ალექსანდრე გველესიანის, არჩილ მეტრეველის, დიმიტრი ვასილის ძე ბარნაბიშვილის, ამბაკო ასლანის ძე გაფრინდაშვილისა და ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გიორგი ბაგრატის ძე ჩიკვაიძის, ისაკ ბესარიონის ძე ჩოჩიას, ბარნაბა სამსონის ძე ჩხეიძის, ალექსანდრე გრიგოლის ძე თითბერიძის, ილია საბახტარაშვილის, ივანე ნიკოლოზის ძე იმნაიშვილის, ბიქტორ ცისკარიშვილის, რაფიელ ნიჯარაძისა და ნიკოლოზ სულიკაშვილის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს თევდორე რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, ხელთუბნის სკოლისთვის გაეგზავნათ 23.80 მანეთის ნივთები: 25 „დედა ენა“, 10 რუსული ანბანის რვეული, 40 „ბუნების კარი“, 70 ცალი ქართულის რვეული და სხვ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ვლადიკავკაზის სკოლის გამგემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნიკოლოზ კურდღელაშვილის საქმიანობის შესახებ მოხსენება წარუდგინა.