რეგისტრირებული ფაქტები80223
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს თევდორე რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, ხელთუბნის სკოლისთვის გაეგზავნათ 23.80 მანეთის ნივთები: 25 „დედა ენა“, 10 რუსული ანბანის რვეული, 40 „ბუნების კარი“, 70 ცალი ქართულის რვეული და სხვ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ვლადიკავკაზის სკოლის გამგემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ნიკოლოზ კურდღელაშვილის საქმიანობის შესახებ მოხსენება წარუდგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს გრიგოლ ქურდიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სკოლებისა და ბიბლიოთეკების დასახმარებლად 800 მანეთი იყო გადადებული. დახარჯეს 382.67 მანეთი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ევტიხ მამინაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა ყულაბით შეგროვებული 5 მანეთი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული 46. 13 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სოლომონ დოლიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული 13 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სოფიო ლომოურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული 2. 69 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ალექსანდრა ყანჩელისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული 28. 36 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს მარიამ გამრეკელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული 3. 92 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, ეფ. ბერიძემ საზოგადოებას ოთხი ვერცხლისა და ერთი სპილენძის მონეტა გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, თედო სახოკიამ საზოგადოებას ხელნაწერი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, ივანე ბარკალაიამ საზოგადოებას სპილენძის რვა მონეტა გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, ნინო ორბელიანმა საზოგადოებას ხელნაწერი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, თამარ ირაკლის ასულმა ჯორჯაძემ საზოგადოებას ხელნაწერი გადასცა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს ელენე ლორთქიფანიძისა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს სამჯერ დაესწრო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იოსებ ვასილის ძე ჯავახიშვილის, ლევან ქართველიშვილის, კონსტანტინე ვასილის ძე აკოფოვის, სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის, აგრაფინა ლაზარეს ასულ ბახტაძის, ალექსანდრე ივანეს ძე კეზელის, სილიბისტრო გიორგის ძე ლომიას, თევდორე ნიკოლოზის ძე ნაცვლიშვილის, დანიელ ივანეს ძე ოდიშარიასა და ალექსანდრე დავითის ძე თორაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის საკითხი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 18 ივნისს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხვედურეთის წყლებზე წასასვლელად ერთთვიანი შვებულება და 10 თუმანი სთხოვა.