რეგისტრირებული ფაქტები80232
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, ელენე ჯინოშვილისა ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე იყო.
1881
ტიპი: განათლება
1881 წლის 8 მაისს ბათუმში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, რომელშიც სხვა სარწმუნოების ბავშვებთან ერთად სწავლობდნენ მუსლიმებიც: იუსუფ ზია-ბეგ აბაშიძე, კესიმე ელიახანუმ აბაშიძე, შაბან ბოლქვაძე, მუსტაფა კაპალ-ოღლი, ჰუსეინ კაპალ-ოღლი, ალი-ბეგ აბაშიძე, ფაზილ-ბეგ აბაშიძე, აბიდ-ბეგ აბაშიძე, ოსმან-ბეგ აბაშიძე, ახმედ აბაშიძე და ალი აბაშიძე.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, პოლიკარპე ლორთქიფანიძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, ეპისკოპოსმა კირიონმა საზოგადოებას სპილენძის ექვსი მონეტა გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, გრიგოლ ყიფშიძემ საზოგადოებას სპილენძის ოთხი მონეტა გადასცა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადარი იყო ივანე ზურაბიშვილი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, გ. ი. ლორთქიფანიძემ საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა ქუთაისის ციხეში ნაპოვნი დიდი, საშუალო და პატარა ყუმბარები.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 მარტს ბათუმის სკოლის მმართველმა ალექსანდრე თეიმურაზის ძე ნანეიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ გუბერნატორის წარმომადგენელი კომაროვი სკოლაში რუსული ენის სავალდებულო სწავლებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლის დახურვით იმუქრებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გურჯაანის ფილიალის წევრები იყვნენ: გერასიმე იოსების ძე ჭანტურიძე, ლევან ნიკოლოზის ძე გოზალიშვილი, სარქის ვართანიანი, ელიზავეტა აბაშიძე, გიორგი იაკობაშვილი, მიტო ოდიშელიძე, მიხა ჯოხაძე, გ. გ. ვახვახიშვილი.
1900
ტიპი: სტატუსი
ეკატერინე გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, ივანე აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე 1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 23 აგვისტოს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულმა დავით ესტატეს ძე ღვინიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლაში პედაგოგის ადგილი სთხოვა.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წლის 19 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა ლიზა ნათაძე.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 23 ნოემბრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო ალექსანდრე მიქაბერიძე.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 26 დეკემბერს კაკაბეთის სკოლის პედაგოგმა ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბათუმის სკოლაში პედაგოგის ადგილი სთხოვა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 31 მარტს ნური-ბეგ ხიმშიაშვილმა ილია ჭავჭავაძეს შავშეთის მაზრაში სკოლის გახსნა სთხოვა. გაჭირვებული ბავშვების პატრონობას ის თავის თავზე იღებდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1882 წლის პირველ ივლისს მოსე ივანეს ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მმართველად დაინიშნა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 3 თებერვალს ქუთაისში გამართულ გაბრიელ ეპისკოპოსის პანაშვიდს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები და სამღვდელოება დაესწრო.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 16 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გურჯაანის განყოფილების წევრები იყვნენ: ელისაბედ დავითის ასული ჩოლოყაშვილი, გიორგი ციბაძე, ვლადიმერ სინჯიკაშვილი, ალექსი კახაბრიშვილი, გიორგი ზარდიაშვილი, ნანა ჯალიაშვილი და ტარასი ხაჩიძე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 19 ივნისს იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ლაშა-გიორგის ხმლის შეძენა სთხოვა. გამგეობამ უსახსრობის გამო მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.