რეგისტრირებული ფაქტები80245
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ბიბლიოთეკა-მუზეუმის შენობის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას განუცხადა, რომ მალე ხელმეორედ აპირებდა ვერის ბიბლიოთეკის გახსნას, ამიტომ ბიბლიოთეკის წიგნებს ვერ გადასცემდა ავლაბრის ბიბლიოთეკას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1907 წლის ანგარიში.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, 1905 სასწავლო წლის დასაწყისში ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-2 განყოფილებაში ირიცხებოდა 56 მოსწავლე, გამოცხადდა – 50, წლის განმავლობაში გამოაკლდა – 7. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, 1905 სასწავლო წლის დასაწყისში ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის პირველ განყოფილებაში ირიცხებოდა 46 მოსწავლე, გამოცხადდა – 20, წლის განმავლობაში გამოაკლდა – 6. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მე-2 ძირითად და პარალელურ განყოფილებაში სასწავლო წლის დასასრულს ირიცხებოდა 126 მოსწავლე, თავადაზნაურის წოდების მქონე – 89, ვაჭრის, ხელოსნის წოდების – 4, სასულიერო წოდების – 8, გლეხი – 25, მართლმადიდებელი – 126. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მე-4 განყოფილებაში, სასწავლო წლის დასასრულს ირიცხებოდა 68 მოსწავლე, მათგან თავადაზნაურის წოდების მქონე – 56, სასულიერო წოდების – 1, გლეხი – 11, მართლმადიდებელი – 68. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ოთხივე განყოფილებაში სულ იყო 371 მოსწავლე, თავადაზნაურის წოდების მქონე – 276, ვაჭრის, ხელოსნის წოდების – 4, სასულიერო წოდების – 22, გლეხი – 69, მართლმადიდებელი – 368, კათოლიკე – 3. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ქონებას შეადგენდა: სახელმძღვანელო 2 ცალი, კლასგარეშე საკითხავი წიგნები – 2115, მასწავლებლების წიგნები – 775, სულ – 2932. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის კლასგარეშე საკითხავი წიგნები იყო 1760 მანეთის, მასწავლებლების წიგნები კი – 981 მანეთისა 45 კაპიკის, სულ – 2741 მანეთისა და 45 კაპიკის ღირებულების. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის შემოსავალი იყო: სწავლის გადასახადი 1060 მანეთი, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკისაგან – 11692 მანეთი და 89 კაპიკი, 1905 წლის ნაშთი – 37 მანეთი და 06 კაპიკი, სულ – 12789 მანეთი და 95 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.