რეგისტრირებული ფაქტები92159
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას ბიბლიოთეკა-სამკითხველოების საქმის გასაუმჯობესებლად ხშირად უნდა ჩაეტარებინა სისტემური რევიზია და ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტებისთვის სათანადოდ ეხელმძღვანელა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას საბუღალტრო სისტემა აუცილებლად უნდა შეექმნა. ასევე, შემოეღო შემოსავალ-გასავლის ჩასაწერი დავთარი და ჩაეწერათ ყველა შემოსავალი კვიტანციის ნომრის ჩვენებით, ყველა გასავალი – გასამართლებელი საბუთის ნომრის აღნიშვნით.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საწევრო თანხის შემკრები აგენტის სამსახური უნდა შეექმნა. ასევე, ადგილობრივ და მეზობელი სოფლების საზოგადოებრივ დაწესებულებებსა და კერძო მაღაზიებში დაედგა ყულაბები.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას ბევრად მეტი შემოსავალი უნდა ჰქონოდა ვიდრე ჰქონდა, რადგან ბევრი ვაჭარი იყო ყვირილაში. ასევე, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც შეძლებულები იყვნენ.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილება მომავალი წლის სამოქმედო გეგმას არ ადგენდა. ვარლამ ბურჯანაძემ განყოფილების გამგეობას განუმარტა, რომ აუცილებელი იყო ყოველი წლის დასასრულს ახალი სამოქმედო გემგის შედგენა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების წევრებს ურჩია თეატრის შენობის აღსადგენი თანხის შესაგროვებლად თბილისის დრამატული საზოგადოებისთვის ეთხოვათ ერთდროული დახმარება სესხის სახით. ბურჯანაძე დარწმუნებული იყო, რომ განყოფილება ვალს აუცილებლად დაფარავდა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებას თეატრის შენობის აღსადგენად დამატებით 7700 მანეთი სჭირდებოდა, რის გამოც მთავარ გამგეობას ორჯერ სთხოვა დახმარება, თუმცა უსახსრობის გამო ვერ დაეხმარა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებამ 1915 წელს დაბა ყვირილაში მდებარე წიგნსაცავ-სამკითხველოს 327 მანეთი და 52 კაპიკი დაახარჯა. აქედან, გამგის ხელფასი იყო 144 მანეთი, ჟურნალ-გაზეთებზე დაიხარჯა 100 მანეთი და 70 კაპიკი, წიგნებზე – 55 მანეთი და 20 კაპიკი, ავეჯეულობაზე – 14 მანეთი და 30 კაპიკი, გათბობა-განათებაზე – 13 მანეთი და 32 კაპიკი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრები თავიანთ მფლობელობაში არსებულ სამკითხველოებს პერიოდულად ამოწმებდნენ და ყურადღებას აქცევდნენ. მათ მატერიალურად არ ეხმარებოდნენ, მხოლოდ საწარმო დავთრებს უგზავნიდნენ უფასოდ.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობა შვიდი წევრისაგან შედგებოდა. თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნის, მოლარისა და დამხმარე კომისიების ფუნქციებს საჭიროების დროს თავად გამგეობის წევრები ინაწილებდნენ.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრებს სხდომაზე შესთავაზა წინადადება 1-ლი იანვრიდან შემოეღოთ შემოსავალ-გასავლის აღსაწერად დავთარი. შემოსავალში უნდა აღენიშნათ კვიტანციების ნომრები, ხოლო გასავალში – გასამართლებული საბუთების ნომრები. ყვირილის გამგეობამ ბურჯანაძის ეს წინადადება მიიღო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 17 ივლისს საგურამოს მამულის მოიჯარე პეტრე სტაუგაიტისმა განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ მასთან დაუყოვნებლივ ჩასულიყო წარმომადგენელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქარიშხლისგან მიყენებულ ზარალს დაადგენდა და წინა წლის გვალვით მიყენებულ ზარალსაც გამოთვლიდა. მოიჯარე ითხოვდა, რომ გამგეობის წარმომადგენელი წინასწარ დათქმულ დღეს ჩასულიყო საგურამოში, რომ ის ადგილზე დახვედროდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძემ, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან მინდობილი ჰქონდა იმ სახლისა და ქონების მეთვალყურეობა, რომელიც განსვენებულმა ილია ჭავჭავაძემ „საზოგადოებას" უანდერძა, 1909 წლის 17 სექტემბერს გამგეობას წერილობით აუწყა სახლის სავალალო მდგომარეობა: მეთვალყურის თქმით, ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ ოლღა გურამიშვილმა ყველა ნივთი გადაატანინა და რკინებით მიმაგრებული პირსაბანისა და აბანოს ქვაბის გატანასაც აპირებდნენ მისივე განკარგულებით, რაც ძალიან დააზიანებდა კედელს და საცხოვრებლად გამოუსადეგარს გახდიდა ისედაც უნუგეშო მდგომარეობაში მყოფ სახლს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 11 ნოემბერს ოლღა თადეოზის ასულ ჭავჭავაძეს სადაზღვევო საზოგადოების მთავარი სააგენტოდან აცნობეს, რომ 17 ნოემბერს, დღის 12 საათზე, იწურებოდა თბილისში, მე-10 ნაწილში (მონაკვეთში), ანდრიას ქუჩაზე მდებარე მისი სახლის ქონების დაზღვევის თანხის – 1300 მანეთის ვადა და სთხოვეს დროულად ეცნობებინა სააგენტოსთვის დაზღვევის განახლების თაობაზე. სააგენტოდან გაგზავნილ ცნობას ხელი მოაწერა საზოგადოების მთავარმა აგენტმა ვ. გ. მელქუმოვმა.
1909
ტიპი: თანამდებობა
ვ. გ. მელქუმოვი 1909 წლის ნოემბერში იყო რუსეთის სადაზღვევო საზოგადოების მთავარი სააგენტოს მთავარი აგენტი თბილისში. მისამართი: განის ქუჩა, სახლი №5, ტელ.: №155.
1909
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ალექსანდრე ყიფშიძის საგურამოს მამულის 1909 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ილია რუხაძემ მამულს 30 მანეთი შესწირა.

