რეგისტრირებული ფაქტები87091
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ნოსირის სკოლის მასწავლებელ ს. თოფურიძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ (დადგენილება N106).
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, სასწავლო წლის დასაწყისში მიიღო წიგნები გამგეობისგან და სოფელში დაურიგა მოსწავლეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვინც კითხვა იცოდა. მას არ აღურიცხავს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების რაოდენობა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წელს სოფელ კარდენახის სკოლის მასწავლებელმა ვანო ვაჩნაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილით ბოდიში მოუხადა, რომ ვერ აღრიცხეს სასწავლო წიგნები და ნივთები, რადგან მოულოდნელად მიიღეს და არ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. შემდეგში დეტალურად ჩაიწერდნენ სპეციალურ რვეულში.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ხოტევის სკოლის მასწავლებელ კონსტანტინე ნატროშვილს სკოლის მდგომარეობის შესახებ დადგენილება გაუგზავნა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 9 ივნისს დიდი თონეთის სკოლის პირველი განყოფილების გამოცდები ჩაიბარეს ამავე სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა და მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის აპრილში კისისხევ-ნასომხარის სასოფლო სკოლის ოსტატმა დავით რცხილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ღარიბ მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ: გრიგოლ გრიგოლის ძე ახრახაძე, ვიქტორ თევდორეს ძე ჯაფარიძე, ელენე ალექსანდრეს ასული საგინაშვილი-აბულაძისა, გიორგი ივანეს ძე ამილახვარი, გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი და მიხეილ ფრიდონის ძე გაჩეჩილაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ: ძაღუნ გიორგის ძე დოლიძე, ბესარიონ მელიტონის ძე დოლიძე, იასონ საყვარელის ძე დოლიძე, ბართლომე ალექსანდრეს ძე კილაძე, ნიკოლოზ პავლეს ძე კილაძე და გრიგოლ ერმალოზის ძე ლაღიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ: ვასილ გრიგოლის ძე ჩხირაძე, პავლე ნიკოლოზის ძე ჟორჟიკაშვილი, კალისტრატე ბიჭიას ძე ჯაფარიძე, კონსტანტინე თომას ძე ხახანაშვილი, გიორგი ალექსის ძე ხელაშვილი და ანტონ ივანეს ძე ფალავანდიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ: იულონ ნიკოლოზის ძე ლომოური, თევდორე ფარსადანის ძე მღვდელაძე, ნესტორ მაჭარაშვილი, ვასილ ბურდღუს ძე მალაშხია და ალექსანდრე ალმასხანის ძე სიხარულიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: ფილიმონ მაღრაძე, გ. ქავთარაძე, ხარიტონ სევასტის ძე მორჩილაძე, გიორგი ედიშერაშვილი, ნეოფიტე მანას ძე გამცემლიძე, ლავრენტი ცუცქირიძე და ნ. ხუნდაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას კანცელარიის მსახურმა მიხეილ შიოშვილმა აუწყა, რომ თავს ანებებდა სამსახურს და ითხოვდა სალიკვიდაციო თანხას. გამგეობამ შიოშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და ორი თვის ჯამაგირის, 20 000 მანეთის, მიცემა გადაწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება „დედა ენისა“ და „აკიდოს“ სარეცენზიოდ წარდგენის შესახებ. გამგეობამ „დედა ენის“ პირველი ნაწილის სარეცენზიოდ წარდგენა საჭიროდ არ ჩათვალა.

