რეგისტრირებული ფაქტები87089
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს იორდანე მიხეილის ძე გოცაძე, ვანო (ვარლამ) დავითის ძე საყვარელიძე, მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე და ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების გამგეობას თეატრის ფონდის გასაძლიერებელად ჰყავდა დამხმარე კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: ალექსანდრა ციციშვილი, რევაზ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი და ვლადიმერ ილიას ძე ჩხეიძე.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების მოლარე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს სამსონ პეტრეს ძე მამალაძე, გედევან გველესიანი და მიხეილ ჩუბინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობა, რომლის თავმჯდომარეც იყო ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა, ეხმარებოდა ხარაგაულის, ძირულის, ღორეშის, საქარის, მუხურის, ჩხარის, საზანოს, წევისა და ყვირილის სამკითხველოებს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა იყო, 2 სხდომა გამართა.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს ოლღა ჭავჭავაძისა, ეკატერინე ერისთავისა, ელენე ჟურავსკისა, ეკატერინა გაბაშვილისა და ეფროსინე ჭიჭინაძისა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ განყოფილების ქალთა კომიტეტის წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი ქუთაისის პროგიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მღვდელი ალექსანდრე გიორგაძე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში საღვთო რჯულს ასწავლიდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სოლომონ ჩიტაძე საზოგადოება „საქართველოს სამზრუნველო სასულიერო წოდება ღარიბთათვის“ მდივანი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ნინო ჯორჯაძისა თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის ზედამხედველი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ მაქსიმე შარაძის სტამბაში იბეჭდებოდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მაქსიმე როსტომის ძე შარაძეს თბილისში, ნიკოლაევსკაიას N21-ში, სტამბა ჰქონდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების მდივანი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 ნოემბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის მასწავლებლების თხოვნა ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. მთავარმა გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად ბათუმის განყოფილებას გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის მასწავლებელ კონსტანტინე სეხნიაშვილის თხოვნა სკოლის ძველი შენობიდან სოფელში გადატანის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ნოემბერში ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე ბათუმის სკოლის მასწავლებელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იპილიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1916
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს კნეინა ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

