რეგისტრირებული ფაქტები87059
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას, რომელსაც მკითხავებისაგან თავი ვერ დაუღწევია პირველ რიგში პირველდაწყებითი განათლება სჭირდებოდა და არა უმაღლესი. მაგალითად უნდა აეღოთ გერმანელთა კოლონიები, რომლებიც დიდ ყურაღებას პირველდაწყებითი განათლების გავრცელებას აქცევდნენ.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის 14 მარტის მოხსენებაში სოფელ დიდი თონეთის სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სკოლაში სწავლის საქმე ძალიან კარგად მიდიოდა, მასწავლებელი ბესარიონ ჭილაძე პატიოსანი და მშრომელი იყო, მისი დამსახურებით მოსწავლეები ბეჯითად სწავლობდნენ და სოფლის მოსახლეობაც გულშემატკივრობდა სკოლას.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წელს კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი დიდი თონეთის სკოლის მზრუნველი იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ თუ შემომწირველი არ განსაზღვრავდა შემოწირულობის დანიშნულებას და საზოგადოებას დაუტოვებდა არჩევანს თავად განესაზღვრა რისთვის გამოიყენებდა შემოწირულობას, მაშინ მთელი მატერიალური სახსრები პირველდაწყებითი განათლების გავრცელებას მოხმარდებოდა. ქველმოქმედებს ეს ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ანტონ ნოზაძე შორაპნის მაზრის სოფელ წირქვალის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ იკითხა, იხდიდნენ თუ არა ყოფილი სტიპენდიატები მიღებულ თანხას, რაზეც დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა უპასუხა, რომ მხოლოდ ერთი სტიპენდიატი, გამგეობის წევრი, აბრუნებდა სასტიპენდიო ვალს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ გამგეობას უფლებას მისცემდნენ, საჭიროების შემთხვევაში სტიპენდია 1000 მანეთამდე გაეზარდა, რადგან არსებული სტიპენდია ძალიან მცირე იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თ. ბარათაშვილმა იკითხა, რისთვის უნდა გამოეყენებინათ სტიპენდიატების დაბრუნებული თანხა, რაზეც დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა უპასუხა, რომ დაბრუნებულ სასტიპენდიო ვალს საზოგადოება სკოლების დასაარსებლად გამოიყენებდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ 1907, 1908, 1909, 1910 წლებში საწევრო გადასახადი თითო წევრზე 1 მანეთსა 75 კაპიკს შეადგენდა. ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებას შეემატა 1175 წევრი და ფულის შეუტანლობის გამო 2365 კაცი გარიცხეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დაიხურა 4 საათსა და 25 წუთზე. შემდეგი კრება დაინიშნა კვირას, 7 დეკემბერს, 11 საათზე, ახალი კლუბის დარბაზში. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1881
ტიპი: მფლობელობა
1881 წლის 24 თებერვალს სოფელ ახალქალაქის სკოლის მასწავლებელმა ნიკოლოზ ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო ქართული წიგნები სკოლისათვის.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 სექტემბერს სამუზეუმო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, სვიმონ კლდიაშვილი და სხვ. სხდომაზე წილოსანის ქვრივმა სამუზეუმო კომისიას თავისი წილი მამულისთვის 30 000 მანეთი სთხოვა და კომისიას ბანკის ვალიც, 5 000 მანეთი, დააკისრა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ნ. ხუციშვილი გორის მაზრის სოფელ ახალქალაქის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლავრენტი აგლაძის ქვრივის, ეფროსინე აგლაძის თხოვნა მისთვის დახმარების გაზრდის შესახებ. დახმარება თვეში 1 000 მან. ჰქონდა. გამგეობამ დაადგინა, აგლაძის ქვრივისთვის პირველი თებერვლიდან თვეში 200 თუმანი მიეცა.

