რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ტერეზა ხმიადაშვილის თხოვნა, რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველთვიურად 15 მანეთი მიეცათ სესხად. გამგეობა დათანხმდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 იანვარს ჟენევაში მყოფმა ქართველებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ჟენევის ბიბლიოთეკისთვის პეტრე ზუბალაშვილის თანხიდან 115 მანეთი სთხოვეს. გამგეობამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 26 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სახალხო უნივერსიტეტის თხოვნა წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არჩილ გულისაშვილს, გიორგი ხირხელს, ალექსანდრე კორინთელს, ვლადიმერ ემუხვარს, სიმონ იშხნელს, ზაქარია მაჭავარიანს, ზაქარია ფარეშიშვილს, ელენე ქიქოძესა და ნინო ბაქრაძეს ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან ერთდროული დახმარება აღმოუჩინეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილის განცხადება ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ანდერძის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხზე წერილობითი მოხსენების გაკეთება ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძეს, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძეს, ვ. ბესელაშვილს, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილსა და ანდრია სოლომონის ძე ღულაძეს დაავალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, ტერეზა ხმიადაშვილისთვის სასკოლო სექციაში მუშაობა ეთხოვათ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ ქვიანის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პატარძეულის სკოლის მასწავლებლის თხოვნა სკოლისთვის წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დვაბზუს მოსახლეობის თხოვნა სკოლის შენობის შესაკეთებლად დახმარების შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო მათი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის აპრილში გერონტი ქიქოძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნივერსიტეტში შესატანად სთხოვა ხუთი თუმანი, რომელიც შემდეგი თვის სტიპენდიებიდან გამოაკლდებოდა. გამგეობა დათანხმდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის პირველი ბიბლიოთეკის გამგის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის ახალი წიგნების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კახათის სკოლის მასწავლებლის თხოვნა მასწავლებლებისთვის წიგნებისა და სასკოლო ნივთების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ ხუთი მანეთის წიგნები გაუგზავნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 თებერვალს ალექსანდრე მდივანს დაევალა სკოლებში ინსპექტორის დანიშვნის შესახებ დაწვრილებითი მოხსენების შედგენა საზოგადო კრებაზე წარსადგენად.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე დგებუაძის თხოვნა ზაფხულის სტიპენდიის წინასწარ მიცემის შესახებ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასულის თუმანიშვილი-წერეთლის თხოვნა, დროებით დაკეტილი პირველი ბიბლიოთეკის მდგომარეობა გაერკვიათ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ თუ ანასტასია მიხეილის ასული წერეთელი პირველი ბიბლიოთეკის შესანახად რაიმე წყაროს მონახვას ვერ შეძლებდა, პეტრე როსტომის ძე სურგულაძისთვის ეთხოვათ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისთვის ეკითხათ თბილისის პირველი ბიბლიოთეკის შესანახად შეეძლო თუ არა რაიმე წყაროს გამონახვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ავქსენტი გარსიაშვილს, დავით ტატიშვილს, ბესარიონ ოქროპირიძეს, ალექსანდრე ლომთათიძეს, ანა ჩირქაძეს, ნიკოლოზ გვრიტიშვილს, გიორგი გამხარაშვილსა და სიმონ ქუთათელაძეს ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან ერთდროული დახმარება აღმოუჩინეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 21-დან 27 მარტამდე საზოგადოებაში შევიდა 2063. 86 მანეთი და დაიხარჯა – 2075. 17.