საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81928

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით, საისტორიო-საარქივო სექციას პეტრე ჭარაიას ნამუშევრის განსახილველად კომისიის კანდიდატების წარდგენა დაევალა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 27 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხეზე მომუშავე პროფესიული საზოგადოების თხოვნა საზოგადოების გამოცემული წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მათ ერთი თუმნის წიგნები გაუგზავნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება გრიგოლ ორბელიანის გარდაცვალების 25 წლისთავზე პანაშვიდის გადახდის შესახებ. გამგეობამ პანაშვიდის გადახდა ქაშვეთის ეკლესიაში გადაწყვიტა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საისტორიო-საარქივო სექციის განცხადება პეტრე ჭარაიას ქართულ-მეგრული ლექსიკონის შესახებ. ლექსიკონი გრიგოლ დადიანის პრემიაზე იყო წარდგენილი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ლავრენტი აგლაძის თხოვნა, სწავლის გადასახადის დაფარვაში დახმარებოდნენ მის შვილს, თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსწავლეს. გამგეობამ გადაწყვიტა, აგლაძის გადასახადისგან განთავისუფლება გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოსთვის ეთხოვა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ ტატიშვილის თხოვნა მისი გამოცემების შესყიდის შესახებ. ტატიშვილი წიგნებს 40%-იანი ფასდაკლებით ყიდდა. გამგეობამ წიგნების საზოგადოების მაღაზიის ანგარიშიდან შესყიდვა გადაწყვიტა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 27 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრა ფალავანდიშვილის თხოვნა ქვემო ჭალის ბიბლიოთეკის წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სოფელში 20 მანეთის წიგნები გაიგზავნებოდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა საზოგადოების ბიბლიოთეკის წესდება, რომელსაც ხელი მოაწერა გამგეობის მდივანმა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე ჭარაიას განცხადება, რომ ის გრიგოლ დადიანის პრემიისთვის ქართულ-მეგრული ლექსიკონის პირველ ნაწილზე მუშაობდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 27 მარტიდან 4 აპრილამდე საზოგადოებაში შევიდა 943. 55 მანეთი და დაიხარჯა – 1325. 44.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს დიმიტრი ხოშტარიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სესხად 300 მანეთი სთხოვა. მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ივლისში ლავრენტი აგლაძემ საზოგადოების წევრებს მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი საქართველოს საარქივო და საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ ივანე იოსების ძე გიუნაშვილის თხოვნა 1906 წლის ჯამაგირის მიცემის შესახებ. თავმჯდომარემ ამ საკითხის გარკვევა სასკოლო და სკოლის გარეშე განათლების სექციას დაავალა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არქეოლოგიური ნივთების ადგილების გასარკვევად, ფოტოების გადასაღებად და, საჭიროების შემთხვევაში, ნივთების შესაძენად სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა შორაპანში გაგზავნეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა პირველი ბიბლიოთეკისთვის ქართული წიგნების გადაცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ მახაშის მოსახლეობის თხოვნა სკოლისთვის სასწავლო წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის სკოლის პედაგოგიური საბჭოს მოხსენება სკოლის რეორგანიზაციის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 5-დან 24 აპრილამდე საზოგადოებაში შევიდა 1404. 36 მანეთი და დაიხარჯა – 554. 20.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას თავმჯდომარის ყოფილი ამხანაგის, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძისთვის საზოგადოებაში მოღვაწეობისთვის მადლობის ბარათის შედგენა დაავალა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება პეტროვსკში მყოფი ქართველი ტყვეებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ.