რეგისტრირებული ფაქტები91439
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დავით ართმელაძე აქტიურად ჩაება ქართული ეროვნული არმიის ფორმირებაში.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880-იან წლებში დავით ართმელაძე სამხედრო სამსახურის გასავლელად ელიზავეტპოლის 156-ე ქვეით პოლკში გაიგზავნა.
1865
ტიპი: პირადი ინფორმაცია
დავით ართმელაძე დაიბადა 1865 წლის პირველ თებერვალს, ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ქვიანში.
2008
ტიპი: ღონისძიება
2008 წლიდან სოფელ სასირეთში მოქმედებს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. თბილისში დაიდგა მისი ბიუსტი. ბათუმში, რუსთავსა და თბილისის ჩუღურეთის რაიონში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
2008
ტიპი: ღონისძიება
2008 წლის 16 აპრილს ქართულ არმიაში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედალი „გენერალი მაზნიაშვილი" დაწესდა.
2013
ტიპი: ღონისძიება
2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გენერალ გიორგი მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
1907
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1907 წელს „ოქროს იარაღით” დააჯილდოვეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1916 წელს წმინდა გიორგის IV ხარისხის ჯვრით დააჯილდოვეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1904-1911 წლებში წმინდა ანას III და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.
1904
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1904-1911 წლებში წმინდა სტანისლავის IV, III და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1917 წლის 5 აგვისტოს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925-1937 წლებში გიორგი მაზნიაშვილი მდინარე მტკვარზე ბორანის გადებაში, სოფელში სასმელი წყლის გაყვანასა და სკოლის მშენებლობაში მონაწილეობდა.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925-1937 წლები გიორგი მაზნიაშვილმა მშობლიურ სოფელ სასირეთში გაატარა ოჯახთან ერთად.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წელს გიორგი მაზნიაშვილს დევნილობაში მყოფმა საქართველოს მთავრობამ 500 ფრანკის ოდენობის პენსია გამოუყო.

