საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91439

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ვარდენ წულუკიძე 1916 წლის 7 იანვარს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს გენერალი ვარდენ წულუკიძე 14 პატიმართან ერთად თბილისში, დღევანდელი „ვაკის პარკის“ ტერიტორიაზე დახვრიტეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის თებერვალში ვარდენ წულუკიძე ცენტრის 14 წევრთან ერთად დააპატიმრეს, საშინლად აწამეს ტუსაღები, მაგრამ ვერც ერთს ვერაფერი ვერ ათქმევინეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს ხევსურეთში პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და კოტე აფხაზის მეთაურობით აჯანყება მოეწყო.

1922

ტიპი: ღონისძიება

პოლიტიკური ცენტრი, რომელშიც უკვე პარიტეტული კომიტეტიც მოიაზრებოდა და ხშირად გამათავისუფლებელ კომიტეტსაც უწოდებდნენ, საბოლოოდ 1922 წლის სექტემბრის სხდომაზე გაფორმდა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1923 წლებში ვარდენ წულუკიძე ანტიბოლშევიკური და ანტისაოკუპაციო შეთქმულების „სამხედრო ცენტრის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, ვარდენ წულუკიძემ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ვარდენ წულუკიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების უკანასკნელ ფორმალურ მთავარსარდლად დაინიშნა, თუმცა ამ თანამდებობაზე სამსახური არ დასცალდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ვარდენ წულუკიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოხერხდა ბათუმისა და აჭარის ნაწილის გათავისუფლება თურქ ქემალისტთა მე-15 საარმიო კორპუსის ჯარებისგან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ბათუმის ბრძოლაში ვარდენ წულუკიძე გენერალ მაზნიაშვილის შენაერთის შემადგენლობის ერთ-ერთ მიმართულებას მეთაურობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის ვარდენ წულუკიძე თებერვალ-მარტში ბათუმის გამაგრებული რაიონის უფროსი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვარდენ წულუკიძე სამხრეთ საქართველოში გაშლილი მე-3 ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან ვარდენ წულუკიძე რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს პირადი შემადგენლობის განყოფილების უფროსად მსახურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლიდან ვარდენ წულუკიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

ფრონტზე მიღებული საბრძოლო ჭრილობის გამო, 1916-1917 წლებში ვარდენ წულუკიძე იმყოფებოდა ჯერ მინსკის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში, შემდეგ – კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 10 აპრილს ვარდენ წულუკიძეს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1915 წლებში ვარდენ წულუკიძე შემახის 205-ე ქვეით პოლკს მეთაურობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლამდე ვარდენ წულუკიძე ლორეს 208-ე ქვეით პოლკში მსახურობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ვარდენ წულუკიძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ვარდენ წულუკიძეს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-1905 წლებში ვარდენ წულუკიძე ასეულსა და ბატალიონს მეთაურობდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს ვარდენ წულუკიძეს კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ვარდენ წულუკიძეს შტაბს-კაპიტნის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლიდან ვარდენ წულუკიძე იმიერკასპიისპირეთის მე-8 მსროლელ ბატალიონში მსახურობდა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ვარდენ წულუკიძემ ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.