საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93112

1904

ტიპი: ღონისძიება

1904-1905 წლებში ალექსანდრე ზაქარიაძე მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში და მსახურობდა სამარის 147-ე ქვეით და თბილისის გრენადერთა პოლკებში.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 9 სექტემბერს ალექსანდრე ზაქარიაშვილს პოდპორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1904

ტიპი: განათლება

1904 წლამდე ალექსანდრე ზაქარიაშვილი თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში სწავლობდა.

1890

ტიპი: განათლება

1890-იან წლებში ალექსანდრე ზაქარიაძემ განათლება მიიღო ქუთაისის საქალაქო 6-კლასიან სასწავლებელში.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ზაქარიაძე დაიბადა 1884 წლის 4 თებერვალს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ქვედა სიმონეთში.

1900

ტიპი: ავტორობა

1900-იან წლებში სიმონ ესაძის მოღვაწეობას დადებითად აფასებდა ილია ჭავჭავაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს სიმონ ესაძემ განადგურებისაგან იხსნა ვლადიკავკაზის ადგილობრივი ბრიგადისა და ყიზლარის არქივების 100 ათასამდე საქმე.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლამდე სიმონ ესაძეს ჰქონდა აფხაზეთის ისტორიისადმი მიძღვნილი საინტერესო კვლევები.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლამდე სიმონ ესაძე აშუქებდა რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების საკითხებს. თავის კვლევებში ცდილობდა დაედგინა საქართველოს ადგილი და მნიშვნელობა რუსეთის კავკასიის პოლიტიკაში.

1927

ტიპი: გარდაცვალება

სიმონ ესაძე გარდაიცვალა 1927 წელს, ქალაქ თბილისში. დაკრძალულია დიდუბის ეკლესიის ეზოში.

1918

ტიპი: ღონისძიება

სიმონ ესაძემ ფირზე აღბეჭდა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაში, როგორიც იყო ბათუმის სამშვიდობო კონფერენცია 1918 წელს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917-1918 წლებში სიმონ ესაძემ გადასაღები აპარატი გამოყო კინოფილმ „ქრისტინეს“ გადასაღებად.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სიმონ ესაძე თან ახლდა მოიერიშე ჯარის ნაწილებს, რომლებიც ერზრუმს უტევდნენ და ამავე დროს აწარმოებდა კინოგადაღებას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სიმონ ესაძემ გადაიღო ფილმები „არზრუმის დაცემა”, „ტრაპეზუნდის აღება”, „დაპყრობილი თურქული ქალაქები”.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სიმონ ესაძეს კავკასიის ფრონტზე კინოფოტოგადაღებების უფლება მიეცა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს სიმონ ესაძემ გადაიღო ფირი კავკასიის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შესახებ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908-1909 წლებში სიმონ ესაძემ შექმნა კინოქრონიკა კავკასიის არმიის ცხოვრებიდან.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში სიმონ ესაძე თანამშრომლობდა მწერალ ლევ ტოლსტოისთან და აწვდიდა მას კავკასიის ომების ამსახველ მასალას მოთხრობა „ჰაჯი მურატისათვის“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920-იან წლებში სიმონ ესაძის დამსახურებით მოწესრიგდა კავკასიის არმიის შტაბების, კორპუსებისა და ნაწილების არქივების მასალები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920-იან წლებში სიმონ ესაძემ ნაშრომი მიუძღვნა კავკასიაში რუსეთის ადმინისტრაციული მართვის ისტორიას.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს შორაპნის მაზრის მცხოვრები, 24 წლის ფრიდონ სიმონის ძე აბაშიძე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს შორაპნის მაზრის მცხოვრები, 33 წლის სერგო დავითის ძე წერეთელი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს შორაპნის მაზრის მცხოვრები, 49 წლის ისმაილ გიორგის ძე აბაშიძე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს შორაპნის მაზრის მცხოვრები, 38 წლის ალექსანდრე ნიკოლოზის ძე აბაშიძე.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს შორაპნის მაზრის მცხოვრები, 22 წლის ნიკოლოზ დომენტის ძე ხარშილაძე.