რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქაქუთის სამრევლო სკოლის მასწავლებლის თხოვნა მაჰმადიანი მოსწავლეებისთვის ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო – 300 მანეთი გადაიხადეს: ნიკოლოზ არღუთაშვილმა, ერეკლე ბაგრატიონ-მუხრანბატონმა, ბარბარე ბაგრატიონ-მუხრანბატონისამ, ვასილ მაჩაბელმა, დიმიტრი მუსხელიშვილმა, ელისაბედ საგინაშვილისამ, ალექსანდრე ჩოლოყაშვილმა, ნიკოლოზ ღოღობერიძემ და ალექსანდრე ხახანაშვილმა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წელს ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ხელნაწერი გადასცა.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ლუარსაბ ალექსანდრეს ძე მაღალაშვილი, ანეპოდისტე იასეს ძე მაჩაბელი, რუსუდან დიმიტრის ასული მელიქიშვილისა, მარიამ ალექსანდრეს ასული მინგრელსკისა, ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი, გიორგი ივანეს ძე მუსხელიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი, გიორგი ილიას ძე ორბელიანი, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი და დავით სუმბათაშვილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრები – ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად ეხადათ საწევრო – 10 მანეთი.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
ზაქარია გიორგის ძე ერისთავი, ზაქარია გრიგოლის ძე ერისთავი, კონსტანტინე დავითის ძე ერისთავი, ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი, ივანე იაგორის ძე ზუბალაშვილი, ივანე ანდრიას ძე ზუბალაშვილი, გიორგი იორამის ძე თარხნიშვილი, პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი, ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა და დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრები იყვნენ. მათ ყოველწლიურად უნდა ეხადათ საწევრო – 10-10 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ქუთაისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეებს წიგნები ოცპროცენტიანი ფასდაკლებით მისცა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კონსტანტინე იოსების ძე მესხიშვილს რვეულების ასაკინძში 50 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ვლადიკავკაზის სკოლის მზრუნველად პართენ გოთუას დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს სოფიო ცაციაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ღარიბი ბავშვებისთვის 5 „დედა ენისა“ და 10 რვეულის უფასოდ გადაცემა სთხოვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყალამშიის სკოლის მასწავლებლის თხოვნა ავადმყოფობის გამო ერთი თვით გათავისუფლების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ, კიტა აბაშიძემ, ივანე ზურაბიშვილმა და ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 5 „დედა ენა“ და 10 რვეული უფასოდ გადასცეს სოფიო ცაციაშვილს ღარიბი ბავშვებისთვის დასარიგებლად.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟენევაში მყოფი ქართველების მოხსენება ბიბლიოთეკის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსახლეობის თხოვნა ავლაბარში ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის ხელმეორედ გახსნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ახალგორისა და უდის ბიბლიოთეკებს 24-24 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის აგვისტოში იაკობ გოგებაშვილმა ვლადიკავკაზის სკოლის მზრუნველად პართენ გოთუა წარადგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ლუარსაბ ბოცვაძეს პედაგოგიური შრომისთვის ჯილდოდ ხუთი თუმანი გადაეცა. ეს თანხა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილის შემოწირულობიდან აიღო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 12 ივნისს იაკობ გოგებაშვილმა ვლადიკავკაზის სკოლის მზრუნველად პართენ გოთუა წარადგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის აგვისტოში ლუარსაბ ბოცვაძის ჯილდოსთვის გაცემული თანხა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილის შემოწირულობიდან აიღო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის თებერვალში ალექსანდრე სარაჯიშვილმა, გრიგოლ რცხილაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მუზეუმის საკითხის გადასაწყვეტად სხდომის დანიშვნა სთხოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სურებში სამკითხველოს გახსნისთვის საჭირო ცნობების მოგროვება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 25-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგის მიერ გაზეთში გამოქვეყნებული პედაგოგიური რჩევების განხილვა და აზრის გამოთქმა სთხოვეს.