რეგისტრირებული ფაქტები81472
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს თბილისის საეპარქიო სკოლების საბჭოდან მიღებული ბარათი, რომელშიც ეწერა, რომ გომარეთის სკოლის მასწავლებელმა ერასტი გორდელაძემ მოსწავლეებისგან სწავლის საფასურად 11 მანეთი აიღო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით „ბუნების კარს“ საკომისიო დააკისრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ხელთუბნის სკოლის რევიზია იაკობ გოგებაშვილის თხოვნის საფუძველზე დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ხელთუბნის სკოლაში ჩასატარებელი რევიზია ხელმოწერით დაადასტურეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: ნიკოლოზ ცხვედაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე რატიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა.
1915
ტიპი: ღონისძიება
პავლე იესეს ძე ინგოროყვამ გერმანიის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 13 ივნისს მიხეილ საბინინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წიგნისთვის „საქართველოს სამოთხე“ მიიღო 10 მანეთი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 20 ივნისს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო წიგნის „საქართველოს სამოთხის“ საფასური – 8 მანეთი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნა მისი შედგენილი ქართულ-სვანური ლექსიკონის გამოსაცემად შეძენის შესახებ. საზოგადოებას არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, ამიტომ გადაწყვიტეს, მიემართათ ნიკო მარისთვის, რომელიც ლექსიკონის გამოსაცემად სამეცნიერო აკადემიასთან უშუამდგომლებდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 7 დეკემბერს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ საფასური – საკომისიო 20 პროცენტის გამოკლებით 8 მანეთი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ საფასური, საკომისიო 20 პროცენტის გამოკლებით – 8 მანეთი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს თბილისის გუბერნატორის თხოვნა, საზოგადოებას გაეგზავნა წარმომადგენელი თათბირზე, რომელზეც განიხილავდნენ თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის საკითხს. გამგეობამ წარმომადგენლებად გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი აირჩია.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წელს თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თხოვნით მიმართა, მის შვილებს სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებოდნენ. გამგეობის გადაწყვეტილებით, რაზიკაშვილებს ძმები ზუბალაშვილების მიერ დაწესებული სტიპენდიებიდან 5 თუმანი გამოეყოთ. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბათუმის სკოლის სამზრუნველოდან აცნობეს, რომ მასწავლებელ ბარნაბა კიმოთეს ძე გელაზანიას წასვლის შემდეგ მის გაკვეთილებს წლის ბოლომდე სკოლის სხვა მასწავლებლები ჩაატარებდნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ნიკოლოზ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა მარი ბროსეს „საქართველოს ისტორიის“ პირველი ნაწილის 529, მეორე ნაწილის 801 ეგზემპლარი და ამ ნაწარმოების შემდგომ გამოცემის უფლება.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების სასკოლო სექციას, ასევე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძესა და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაავალა, ორი კვირის შემდეგ გამგეობისთვის ეცნობებინათ მოსაზრება თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით სთხოვა, გამგეობას წარმომადგენელი გაეგზავნა კრებაზე, რომელზეც განიხილებოდა ეგნატე ნინოშვილის ძეგლის საკითხი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-22 მარტის შემოსავალი იყო 729 მან. 10 კაპ., ხარჯი – 1023 მან. 94 კაპ. 22 მარტისთვის საზოგადოებას ჰქონდა სულ 15874 მან. 49 კაპ. და სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა – ნიკოლოზ ცხვედაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და გრიგოლ ყიფშიძემ – ანასტასია წერეთლის თხოვნა წიგნის ფასდაკლებით შეძენის თაობაზე განსახილველად გადადეს.