რეგისტრირებული ფაქტები81472
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ მდივანი დაკეტავდა საზოგადოების წიგნის მაღაზიას, რომელსაც მომდევნო კვირის ორშაბათამდე ჩაიბარებდნენ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით ქუთაისის სატუსაღოსთვის წიგნების შეწირვის თაობაზე. გამგეობამ გადაწყვიტა, სატუსაღოს ზედამხედველისთვის 5 მანეთის წიგნები გაეგზავნათ. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პეტრე მირიანაშვილის თხოვნა საზოგადოების ბიბლიოთეკიდან წიგნებისა და ხელნაწერების თხოვნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ორ ეგზემპლარად დაცული მასალა მიეცათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სასკოლო სექციის მოხსენება სახალხო მასწავლებლებისთვის საზაფხულო კურსების გამართვის თაობაზე. გამგეობის გადაწყვეტილებით, კურსებისთვის საჭირო თანხა, 600 მანეთი, ვასილ პეტრიაშვილის ფულიდან გამოიყოფოდა და კურსებიც მისი სახელობის იქნებოდა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის მიერ შედგენილი პროექტი საზოგადოების წიგნებით ვაჭრობის საქმის წარმოების შესახებ. გოგიჩაიშვილს დაევალა გამგეობის მიერ გამოთქმული შენიშვნების მიხედვით გეგმის ჩასწორება და შემდეგ დასამტკიცებლად წარდგენა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა მიხეილ სერგეის ძე დავითაშვილის, ბიძინა დავითაშვილის, ალექსი სარდიონის ძე დევდარიანის, დიმიტრი სვიმონის ძე დარჩიაშვილის, დავით იასონის ძე ელიოზიშვილის, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ემუხვარის, იაკობ მიხეილის ძე ვარძელაშვილის, ალექსანდრე თაყაიშვილის და ა.შ. თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს თონეთის სკოლის მზრუნველმა კონსტანტინე ყავრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სკოლის მასწავლებლის ლავრენტი აგლაძის შესახებ მისწერა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში, რომ ივანე რატიშვილს წიგნებისთვის გადაეცა 39 მან. 70 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ბათუმის სკოლის სამზრუნველომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით მიმართა, ბათუმის სკოლაში მემედ ეფენდი ჟორდანიას მასწავლებლად მიწვევის გამო.
1916
ტიპი: განათლება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ლევან იასონის ძე გარსიაშვილის, გიორგი მიხეილის ძე გიორგაძის, იოანე იოველის ძე გამრეკელის, ბიკენტი გვასალიას, გიორგი გიორგის ძე გომელაურის, ავქსენტი დავითის ძე გარსიაშვილის, ნადეჟდა მიხეილის ასულ გაბრიჭიძის და ა.შ. თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1915
ტიპი: ღონისძიება
ელენე ასლანიშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის ქალთა პირველი გიმნაზია და უმაღლეს საინჟინრო ხუროთმოძღვრების სასწავლებელში სწავლის დასაწყებად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ეპისკოპოს კირიონისთვისთვის 76 მანეთის გადაცემის შესახებ.