საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87041

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა განაცხადა, რომ მხარს უჭერდა საწევრო გადასახადის შემცირებას, რადგან საჭიროდ მიიჩნევდა ამას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ მუზეუმები უყურადღებოდ იყო მიტოვებული. მისი აზრით, მუზეუმების მდგომარეობა უნდა შეესწავლათ და ყურადღება მიექციათ იქ დაცული ნივთებისთვის, რათა არ დაკარგულიყო და არ გაენადგურებინათ ისინი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ს. ვახვახოვმა, რომ მისი თავდებით სოფელ შილდაში საკომისიოდ გაეგზავნათ წიგნები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა და 10 თუმნის ღირებულების წიგნები გააგზავნა სოფელში.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სამსონ ყიფიანმა, რომ მიეწერათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის დახმარებოდნენ მას იმ ვალის დაფარვაში, რომელიც სკოლის ასაშენებლად დაიხარჯა. გამგეობამ განაცხადა, რომ საკითხის განხილვას დაიწყებდნენ მას შემდეგ რაც სენაკისა და ქუთაისის სამზრუნველო აირჩევდა ახალ თავმჯდომარეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ლეჩხუმში საზოგადოების აგენტად უნდა აერჩიათ მიხეილ მოსეს ძე მღვდლიშვილი, ხოლო ოდესაში ხარლამპ პეტრეს ძე ღლონტი. გამგეობამ ხსენებულ პიროვნებებს თხოვნის წერილი გაუგზავნა საზოგადოების აგენტობის შესახებ.

1907

ტიპი: თანამდებობა

სატიტულო ფურცელი იუწყება, რომ დიმიტრი ივანეს ძე ერმაკოვი არის მისი უდიდებულესობა სპარსეთის შაჰის კარის ფოტოგრაფი, რომელსაც გამოფენებზე 36 უმაღლესი ჯილდო აქვს მიღებული რუსეთსა და უცხოეთში; ფოტოგრაფის ბინისა და სურათების მთავარი გამოფენის მისამართი იყო: თბილისში – გოლოვინზე, წმ. გიორგის ეკლესიასთან, ხოლო კისლოვოდსკში – გალერეა „ნარზანში", მთელი სეზონის განმავლობაში.

1907

ტიპი: ღონისძიება

ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვის 1907 წლის 2 ნოემბრის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნაწილ-ნაწილ გადაიხადა გაწეული მომსახურების ღირებულება – 121 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ვოლსკიმ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ბათუმის სკოლის კომიტეტს სურდა მეორე მასწავლებლისთვის აეშენებინა სახლი, რომლის საფასური 1700 მანეთს შეადგენდა, ასევე პედაგოგებისთვის მოემატებინა ხელფასი. თანხის დაფარვას კი გამგეობას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მისგან სესხად აიღებდნენ 1700 მანეთს. გამგეობამ განაცხადა, რომ სკოლის ეზოში ორი სახლობის ცხოვრება მისაღები არ იყო, რადგან დროთა განმავლობაში პრობლემები შეიქმნებოდა, რაც შეეხება ხელფასების მატებას: უსახსრობის გამო გამგეობამ სკოლის სამზრუნელოს დაავალა წყაროს მოძიება.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ეგნატე ზაქარიას ძე გედევანიშვილი ბათუმის ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 7 აგვისტოს ილია რუხაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას რუსეთის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მარდანოვი თბილისის სახაზინო პალატის განყოფილებათა უფროსი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 21 ივნისს ნატალია ფარნაოზის ასულმა ჟორდანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოსკოვის მედიკურ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა. იგი საზოგადოებას სწავლის დასრულების შემდეგ თანხის დაბრუნებას შეჰპირდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 15 ივნისს მარიამ გიორგის ასულმა პარკაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის დედათა კურსების საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ნატალია ფარნაოზის ასული ჟორდანია ვერის სამოქალაქო პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ტერ-მიხაილოვი ახალციხის ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 14 ივნისს კახის მოსახლე ნიკოლოზ ზაქარიას ძე ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სარაჯიშვილის ან ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ალისუბნის სკოლის სამკითხველოს 5 მანეთის ქართულენოვანი წიგნები უსასყიდლოდ გადასცა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 3 ივლისის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, 2 ივლისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ მას შემწეობის სახით 5000 მანეთი გადასცა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 17 თებერვლის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, ქართული მუზეუმისთვის ადგილის შესაძენად გადაცემული თანხიდან 1445 მანეთი და 95 კაპიკი დარჩა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, დაბა ზესტაფონის წიგნსაცავ-სამკითხველოსთვის მიეწერათ, რომ თუ 25 მან. წარმოადგენდა, გამგეობა აპატიებდა დანარჩენ ფულს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის დეკემბერში დაბა ზესტაფონის წიგნსაცავ-სამკითხველო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, ეპატიებინათ დარჩენილი ვალი 49 მან. 80 კაპ. თხოვნა განიხილეს გამგეობის სხდომაზე, ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე ნიკო ცხვედაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ ეშუამდგომლათ კავკავის ეპისკოპოს ვლადიმერთან, რათა სკოლის მღვდლად და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაენიშნათ გიორგი ნათაძე, რომელიც გორის ეპისკოპოსის ლეონიდეს რეკომენდაციით აირჩიეს. გამგეობამ ტიტე კახიძის თხოვნა დააკმაყოფილა და ეს საკითხი აცნობა თერგის ოქლის სახალხო სკოლათა დირექტორს.

1907

ტიპი: მფლობელობა

1907-1910 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებების მიხედვით, ანჯელო კარლოს ძე ანდრეოლეტის ფირმა დამკვეთებს სთავაზობდა სხვადასხვა დანიშნულების უცხოური ფერადი მარმარილოსა და კავკასიური ქვის მრავალფეროვან არჩევანს. ასევე, ნებისმიერი სახის სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოს შესრულებას როგორც ხელით, ისე – მექანიკური საშუალებით; სატიტულო ფურცელზე ჩამოთვლილი იყო რუსეთსა და უცხოეთში გამოფენებზე მიღებული ჯილდოები და მითითებული ჰქონდა მისამართი: თბილისი, მიხაილოვის გამზირი, N 79, საკუთარი სახლი, ტელეფონი: N 539.