რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
განათლების სამინისტრო სწერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს ივანე გაჩეჩილაძეს, რომ ქსენოფონტე გაჩეჩილაძე დაინიშნა გიმნაზიის საქმისმწარმოებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სწერს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ თამარ ნიკოლოზის ასული გაჩეჩილაძე-ბედია დაამტკიცონ გიმნაზიის ხელსაქმის შტატის მასწავლებლად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 სექტემბერს პარმენ გიორგის ძე ჯავრიშვილი ჯავახეთის ახალქალაქიდან გამგეობას უგზავნის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ აკრეფილ საწევრო თანხასა (23 მან.) და გადამხდელ პირთა სიას: შტაბსკაპიტანი მიხეილის ძე მუსხელიშვილი (6 მან.), „ნადვორნი სოვეტნიკი“ სვიმონ ალექსანდრეს ძე ლარნერი (5 მან.), ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილი (6 მან.), ვასილ იოსების ძე ორბელიანი (6 მან.). საზოგადოების საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი ამავე ბარათზე სათანადო წარწერითა და ხელმოწერით ადასტურებს ფულის მიღებას.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 ოქტომბერს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი უმორჩილესი თხოვნით მიმართავს გამგეობას – გაათავისუფლონ როგორც მმართველობის წევრობიდან, ისე ხაზინადრობიდან, რადგან მოუცლელობის გამო მას აღარ ძალუძს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება.
1919
ტიპი: ღონისძიება
ოზურგეთის ქალთა გიმნაზის უფროსი ან. მგელაძე სწერს განათლების სამინიტროს, რომ ანა გეგელაშვილმა დაიმსახურა ერთგული, მშრომელი მასწავლებლის სახელი. ის კარგ გავლენას ახდენდა მოსწავლეებზე დინჯი და აუჩქარებელი ხასიათიდან გამომდინარე და მასწავლებელთა კორპორაციის სასურველი წევრი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 იანვარს განათლების სამინისტრო სწერს ოზურგეთის ქალთა გინაზიის უფროსს, რომ აცნობოს აქვს თუ არა ზოგადი განათლება ანა გეგელაშვილს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 იანვარს განათლების სამინისტრო სწერს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორს, რომ გიმნაზიასთან არსებული უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად დაინიშნა ნიკიფორე გრიგოლის ძე გეგელია 1920 წლის პირველი ოქტომბრიდან.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის პირველ იანვარს გიორგი გრიგოლის ძე უთურგაულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საწევრო – 6 მანეთი გაუგზავნა და წინა წლების (1881-1883 წწ.) საწევროს მიღების დადასტურება სთხოვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობა ოფიციალურ შეტყობინებას უგზავნის კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს – საზოგადოების ნამდვილ წევრს 1879 წლიდან და უმორჩილესად სთხოვს გადაიხადოს 1885 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მასზე დაკისრებული საწევრო 6 მანეთი. შეტყობინებას ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და საქმის მწარმოებელი ნიკო მთვარელიშვილი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი მართლმადიდებელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 12 ივნისს ცავრინა დისიონის ასულმა ახვლედიანმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს თბილისის ერთ-ერთ ქართულ გიმნაზიაში მოსამზადებელ განყოფილებაში მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ოქტომბერს კანცელარიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე ბერძნიშვილმა თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს შეატყობინეს, რომ მთავარგამგემ 18 ოქტომბრის N 49 ბრძანებით, კლასის დამრიგებლის თანაშემწედ ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი დანიშნა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 იანვრის განცხადება იუწყება, რომ 28 იანვარს, 20:00 საათზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შენობაში გაიმართება საზოგადოების მმართველობის წევრთა კრება, რომელზეც, გარდა სხვა საკითხებისა, განიხილავენ კომისიის მოხსენებას 1885 წლის 1-ელ სექტემბრამდე საკანცელარიო საქმის წარმოების შემოწმების შედეგების შესახებ. განცხადებას ხელს აწერენ ნიკო მთვარელიშვილი (საქმისმწარმოებელი), ეკატერინე გაბაშვილისა, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსი მირიანაშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
20 იანვრის განცხადება იუწყება, რომ 21 იანვარს, სამშაბათს, საღამოს 8 საათზე დანიშნულია გამგეობის წევრთა კრება, რომელიც, გარდა სხვა საკითხების განხილვისა, აირჩევს თავმჯდომარის მოადგილეს (ამხანაგს). განცხადებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ (ნიკო) მთვარელიშვილი, ტექსტის წაკითხვას ადასტურებენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი იოსელიანი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 იანვარს გამგეობა ხაზინადარ გიორგი ქართველიშვილს მიმართავს თხოვნით – გაეცნოს კონსტანტინე მამაცაშვილის განცხადებას და დაადასტუროს, ნამდვილად გადახდილი აქვს თუ არა 1881, 1882, 1883, 1884 და 1885 წლების საწევრო, რადგან გამგეობის საბუთებში არ ჩანს 1885 წლის გადასახადი. მიმართვას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 იანვრის განცხადება გამგეობის წევრებს ამცნობს, რომ 16 იანვარს, ხუთშაბათს, საღამოს 8 საათისთვის დანიშნული კრება განიხილავს თავმჯდომარის ახალი მოადგილის (ამხანაგის) არჩევის საკითხს, რადგან ამჟამინდელი ამხანაგი ითხოვს თანამდებობიდან გათავისუფლებას თბილისში მუდმივი საცხოვრებლის უქონლობის გამო. განცხადებას ხელს აწერენ: საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ (ნიკო) მთვარელიშვილი, ასევე ეკატერინე გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე და ალექსანდრე ჭყონია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 იანვარს გამგეობის წევრს – იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს – ამცნობენ, რომ მას ეგზავნება ბათუმის სკოლის სასწავლო გეგმა და ამავე სკოლისთვის 1882 წელს შედგენილი პროგრამები. შეტყობინებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვრის განცხადება იტყობინება, რომ პარასკევს, 3 იანვარს, საღამოს 8 საათზე საზოგადოების შენობაში დანიშნულია გამგეობის წევრთა კრება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს: ა) თიანეთისა და წინარეხის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებებს მათდამი რწმუნებული სკოლების საჭიროებათა შესახებ და ბ) გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის (ამხანაგის) არჩევის მიზანშეწონილობას, ვინაიდან იმჟამინდელი თავმჯდომარე მოუცლელობის გამო ვერ ესწრებოდა ყველა კრებას. განცხადებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ (ნიკო) მთვარელიშვილი. ტექსტის გაცნობას ადასტურებენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა და ივანე გიორგის ძე რატიშვილმა ისაუბრეს 1904 წლის 14 დეკემბრიდან 1905 წლის 1-ელ იანვრამდე საზოგადოებაში შესული და დახარჯული თანხების შესაბებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 10 იანვარს პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.