რეგისტრირებული ფაქტები87003
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 1532. 24 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 5764. 86 და შენახული თანხა – 8502. 92.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობის სახით მიიღო გენერალ გიორგი სპირიდონის ძე ხიმშიაშვილისგან 1000 მანეთი, ელისაბედ მუხრანსკაიასგან – 334 მანეთი, მიხეილ ნასაძისგან – 200 მანეთი, დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილისგან – 100 მანეთი, ლიზა მუსტაროვასაგან – 60 მანეთი, ალექსანდრე ძიაპშპასაგან – 30 მანეთი, ალექსანდრე ფალავანდიშვილისგან – 7 მანეთი და 25 კაპიკი, დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძისაგან – 10 მანეთი და 70 კაპიკი, სოლომონ კონსტანტინეს ძე ზალდასტანიშვილისაგან – 8 მანეთი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების მიხედვით საზოგადოებას მართავდა საერთო კრება. კრებაზე განიხილებოდა და მტკიცდებოდა წლიური ბიუჯეტი, ხმათა უმრავლესობით ირჩევდნენ თავმჯდომარეს (სამი წლით), სარევიზიო კომისიას, საზოგადოების გამგეობისა და ნამდვილ წევრებს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 473. 81 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 2964. 86 და შენახული თანხა – 9302. 92.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს თევდორე რაზიკაშვილის თხოვნით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ხელთუბნის სკოლას 5 „დედა ენა“, 2 „საღმრთო ისტორია“ და წითელი მელანი გაუგზავნეს. ნივთები ჯამში 2 მანეთისა და 75 კაპიკის ღირებულების იყო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 29 აგვისტოს ბაქოში არსებული ქართული დრამატული დასი (არსებობდა 1903 წლიდან და სისტემატურად მართავდა საქველმოქმედო წარმოდგენებს) შეუერთდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თეატრალურ კომისიას.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართულმა დასმა წარმოადგინა სპექტაკლები: „მარგარიტა გოტიე“, „უბედური დღე“, „სიმახინჯე“, „ახლანდელი სიყვარული“ (ნინო ჩხეიძის მონაწილეობით) და „ცხოვრების გარეშე“ (ნინა გამრეკელისა და ეფემია მესხის მონაწილეობით). წარმოდგენებს ესწრებოდა 761 კაცი, საერთო შემოსავალმა 142 მანეთი შეადგინა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 24 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 897. 23 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 676. 86 და შენახული თანხა – 7602. 92.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 161. 58 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 536. 86 და შენახული თანხა – 7602. 92.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილის მოხსენება ელენე მუსხელიშვილის ანდერძის შესახებ.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 3 აპრილს ლევან ზურაბის ძე აბდუშელიშვილი და სამსონ ბაგრატის ძე თავართქილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წევრები გახდნენ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 115. 81 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 1056. 86 და შენახული თანხა – 7602. 92.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 336. 78 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 536. 86 და შენახული თანხა – 7602.92.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს პლატონ ლევანის ძე გელოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ვლადიმერ ანტონის ძე ახობაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.

