რეგისტრირებული ფაქტები87003
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ნოემბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქშწკგ საზოგადოების სახელით კანცელარიის ხარჯების დასაფარად 26 მანეთი გამოყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა რაფიელ ისარლიშვილს 16 მანეთი გადაუხადეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს გრიგოლ დადიანისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიების მისაღებად წარდგენილი თხზულებების შესამოწმებლად სამი საკონკურსო კომისია აირჩიეს: ისტორიული, ფილოლოგიური და სამწერლო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ჭიჭინაძეს 25 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ექვთიმე თაყაიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 15 მანეთი და 64 კაპიკი გადაუხადა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიებიდან ერთ-ერთი ქართულ სამეურნეო საზოგადოებას გადაეცა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, კონსტანტინე წერეთელი ხონის სამკითხველოს გამგე იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ცნობა გრიგოლ ლევანის ძე დადიანისა და ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის სახელობის პრემიების შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე მელიქიშვილის განცხადება საზოგადოებისთვის წიგნების შეწირვის შესახებ.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს არისტოტელე ვასილის ძე ქუთათელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს გრიგოლ დადიანისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიების მისაღებად კონკურსისთვის თხზულებები წარადგინეს კიტა აბაშიძემ, სიმონ ავალიანმა, სოლომონ თამარაშვილმა, მელიტონ კელენჯერიძემ, ლუკა რაზიკაშვილმა, მიხეილ ყიფიანმა და ნიკოლოზ ერისთავმა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად გიორგი ვასილის ძე დალაქიშვილს სტიპენდია დაუნიშნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 იანვარს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სარაჯიშვილის სახელობის სამი სტიპენდია დაარსდა.

