საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88410

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კავკავის სკოლის გამგის, ტიტე კახიძის თხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ახლად გათავისუფლებული კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის შესახებ დაადგინა, რომ მისთვის გამოეცხადებინა მადლობა კავკავის სკოლაში 10 წლის მანძილზე გაწეული ღვაწლისთვის და ეთხოვა, არ მოეკლო თავისი ზრუნვა სკოლისთვის მომავალშიც. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, კავკავის სკოლის გამგეობა ტიტე კახიძის ნაცვლად დროებით ჩაებარებინათ ამავე სკოლის მასწავლებელ ლუარსაბ ბოცვაძისთვის. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ შემდეგი სხდომისთვის გადადო სკოლათა ინსტრუქციების გადამსინჯველი კომისიის პროტოკოლის განხილვა, რომელიც ეხებოდა ბათუმისა და კავკავის სკოლათა ინსტრუქციების შეცვლას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილს სთხოვდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში ლევან ფურცელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილს სთხოვდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე მიქაბერიძის, ასევე ლევან ფურცელაძის თხოვნა საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილის დაკავების შესახებ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 20 ივნისიდან ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელი. მისი ხელფასი შეადგენდა 75 მანეთს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 16 მაისს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საურთიერთო ნდობის საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად ნაკისრი ყოველწლიური შემოწირულობის ანგარიშში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა 64 მანეთი და 96 კაპიკი. შეტყობინებას ხელი მოაწერეს: ბუღალტერმა სოფრომ ტარუაშვილმა, გამგეობის წევრებმა ნიკოლოზ ოთხმეზურმა და ალექსანდრე გალუსტოვმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ შესთავაზა წინადადება, რომ გამგეობას ჯერ არსებული სკოლები გაეუმჯობესებინა და შემდეგ გაეხსნა ახალი სკოლები.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ გამგეობას მასწავლებლებისთვის საშუალება უნდა მიეცა სკოლებში ხშირად გაემართათ სახალხო კითხვები და საუბრები, რათა ხალხს გაეაზრებინა რამდენად საჭირო, აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის სკოლების არსებობა. კიკვაძის აზრით, საზოგადოების აზრის გაგება თუ როგორი სკოლა სურდათ ან მოსწონდათ თუ არა უკვე არსებული სკოლების სისტემა, გამგეობას ხელს შეუწყობდა სკოლების მოწყობის სისტემა გაეუმჯობესებინა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ არსებული სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ გამგეობას დაეარსებინა სამკითხველო-ბიბლიოთეკები, რათა საშუალება მიეცა კურსდამთავრებულებისთვის არ შეეწყვიტათ სკოლასთან კავშირი და სწავლის დასრულების შემდეგაც განვითარებულიყვნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ არსებული სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ გამგეობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცია მასწავლებლების პროფესიული მომზადებისა და ხალხში მათი მოღვაწეობის საქმეებისთვის.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ არსებული სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასი შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გაეზარდათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ არსებული სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ მასწავლებლებისთვის ჯამაგირის სამი წლით მომატების დროს მათი სხვაგან ნამსახურეობა გაეთვალისწინებინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ არსებული სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ სასკოლო სექციას შეემუშავებინა სასწავლებლების მოწყობის კონკრეტული მოდელი.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის პირველ ნოემბერს სერგი რომანოზის ძე გორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ 1910 წლის 29 ოქტომბრის საზოგადოების სხდომაზე აღიძრა საკითხი საზოგადოების წიგნსაცავიდან ხელნაწერების შინ გატანის შესახებ. გამგეობამ შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც წიგნსაცავიდან ე. წ. „Иписит“-ების შინ წაღება აიკრძალა. მსურველებს ხელნაწერებით სარგებლობა მხოლოდ წიგნსაცავში შეეძლოთ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთხუთმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში, მიღებული 1-ელიდან 16 ნოემბრამდე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ არსებული სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ სასკოლო სექციისთვის მიეცათ უფლება, რაც შეიძლება ხშირად გაემართა მასწავლებლებისთვის კრება და ჩაეტარებინა პედაგოგიური კურსები.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 19 სექტემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და სამუზეუმო კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი, მდივანი ლუარსაბ ბოცვაძე, წევრები: დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე. სამუზეუმო კომისიის წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და დავით ჯორჯაძე.

პირები
წყარო

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა განაცხადა, რომ სკოლებში ყველა საგანი ქართულ ენაზე უნდა ესწავლებინათ, მასწავლებელები კარგად მომზადებულები უნდა ყოფილიყვნენ, რათა მათ გაემართათ სახალხო კითხვები და საუბრები, დაეარსებინათ საკვირაო სკოლა და მისთვის ეხელმძღვანელათ. ი. რამიშვილის აზრს დაეთანხმნენ სამსონ პლატონის ძე დადიანი და ოლგა ნიკოლოზის ასული აგლაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ სკოლებში მეთვალყურის მიწვევის შემდეგ სწავლა-აღზრდის საქმე უკეთესობისკენ წარიმართებოდა, საჭირო იყო სოფლის სკოლების მასწავლებლებისთვის ხელფასი 50 მანეთი დაენიშნათ, რაც ხელს შეუწყობდა კარგი მასწავლებლებით დაკომპლექტებული შტატის შექმნას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლ. ცაგარელმა განაცხადა, რომ იმ სკოლებში, სადაც ქართულ ენას საფრთხე არ ემუქრებოდა რუსული ენის სწავლებისთვის უნდა მიექციათ ყურადღება, რადგან ამ საკითხით გლეხები იყვნენ დაინტერესებულები.