რეგისტრირებული ფაქტები72439
სორტირება თარიღი მზარდობით
1936
ტიპი: მფლობელობა
1936 წელს თბილისის კერძო პანსიონის მფლობელ ფავრს საშუალება ჰქონია მოეწვია თავის სასწავლებელში პროფესორები პოლონეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან დევნილი ფრიად განსწავლული პედაგოგები.
1936
ტიპი: მფლობელობა
1936 წელს თბილისის კერძო პანსიონი, სადაც ეკატრინე გაბაშვილი გადმოვიდა სასწავლებლად, ეკუთვნოდა ფრანგ პედაგოგ ფავრს.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამის რევაზ თარხნიშვილს დიდი გავლენა ჰქონია შვილების აღზრდაზე.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წელს ირკვევა, რომ რევაზ თარხნიშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მამამის რევაზ თარხნიშვილს მამულისა და ოჯახის პატრონობა არ ეხალისებოდა და მთელ თავისუფალ დროს წიგნების კითხვაში ატარებდა.
1936
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ბაბუამის ვახტანგ ბაგარტიონ-დავითაშვილს ვაჟი არა ჰყოლია და ქალიშვილი სოფიო ბიჭივით აღუზრდია.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ დედამისი, სოფიო ბაგარატიონ-დავითაშვილი ჩინებული ცხენოსანი იყო და იარაღის ხმარებაც იცოდა.
1936
ტიპი: გარდაცვალება
1856 წელს, ხუთი წლის ასაკში, ეკატერინე გაბაშვილს გარდაეცვალა დედა სოფიო ბაგრატიონ-დავითაშვილი.
1936
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მამა, რევაზ ბაადურის ძე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი).
1936
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა ბაბუა, ვახტანგ ბაგრატიონ-დავითაშვილი.
1936
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა დედა, სოფიო ბაგრატიონ-დავითაშვილი.
1936
ტიპი: ღონისძიება
1936 წლის 8 ივნისს სამსონ ფირცხალავამ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ მის ძმიშვილს, გოგი შარაშიძეს, საფრანგეთში „დედა ენას“ აკითხებდა და წერას ასწავლიდა.
1936
ტიპი: ავტორობა
1936 წლის 16 ივნისს კონსტანტინე გორდელაძემ და ვარლამ თოფურიამ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნეს მიმართვა, გამოსაცემად წარედგინა მამის, გიორგი შარაშიძის „გურული ლექსიკონი“ აკადემიის საქართველოს ფილიალის ენისა და მატ. კულტურის ისტორიის ინსტიტუტში. მოწონების შემთხვევაში შრომა დაიბეჭდებოდა ინსტიტუტის დიალექტოლოგიურ ლექსიკონთა სერიით.
1936
ტიპი: ნასამართლეობა
1936 წლის 21 სექტემბერს გერმანე მათითაშვილი ტროცკისტულ მოძრაობასთან დაკავშირებით დაკითხეს.
1937
ტიპი: თანამდებობა
სერგო ორჯონიკიძის სიკვდილის შემდეგ ვ. ი. მეჟლიუკოვი დაამტკიცეს სსრ კავშირის მძიმე მრეწველობის სახალხო კომისრად.
1937
ტიპი: თანამდებობა
1937 წელს ალკკ ცკ-ის მე-3 პლენუმმა დაამტკიცა ბიუროს შემადგენლობა: ვ. ბაქრაძე, აკ. მგელაძე, ს. დგებუაძე, შ. გუდავაძე, პ. ავიცბა, ვ. ფოფხაძე, ბ. ლელიანი, ა. ხუჯაძე, ლ. საბახტარაშვილი, შ. ჭანუყვაძე; სამდივნოს შემადგენლობას დაემატა შ. გუდავაძე, ბიუროს წევრთა შემადგენლობიდან გარიცხეს კ. შენგელია ბოლშევიკური სიფხიზლის მოდუნების გამო. ცენტრალური კომიტეტის წევრთა შემადგენლობიდან კი გარიცხეს მ. ჩოდრიშვილი.