საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 24 აპრილს სერგო კლდიაშვილმა სეით დევდარიანს მისწერა, რომ მამამისი, მწერალი დავით კლდიაშვილი, მძიმედ ავადმყოფობდა და შეიძლება რამდენიმე თვეც ვეღარ ეცოცხლა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 24 აპრილს სერგო კლდიაშვილმა სეით დევდარიანს ერთი წლის წინ დავით კლდიაშვილის საიუბილუო საღამოზე მწერლისთვის პენსიის დანიშნვის შესახებ მიცემული დაპირება შეახსენა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების სამინისტროს (მინისტრი ნოე ხომერიკი) ცნობით, რაჭის, ქუთაისის, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები სათესლე მასალის (1 მილიონი ფუთი) უქონლობას განიცდიდა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა საქართველოს მწერალთა კავშირში გამართული საჯარო ლიტერატურული დისკუსიის შესახებ, რომელზეც განსაკუთრებით საინტერესოდ გამოსულან ტიციან ტაბიძე და სიმონ ჩიქოვანი.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა საქართველოს მწერალთა კავშირში გამართული საჯარო ლიტერატურული დისკუსიის შესახებ, რომელზეც სანდრო შანშიაშვილმა კონსტანტინე გამსახურდიას რომანი „მთვარის მოტაცება“ მკაცრად გააკრიტიკა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 19 იანვარს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა და სთხოვა გაერკვია, როდის იგეგმებოდა მისი წიგნის რუსული თარგმანის გამოცემა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ ნანობაშვილი პარიზის „გრანდ ოპერაში“ მღეროდა და დრამატული ტენორის პარტიებს ასრულებდა. ის ოპერა „ჰუგენოტებში“ რაულის პარტიის საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნეოდა.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა მიერ ჩამოყალიბებული თეატრალური წრის წევრები იყვნენ: გიგო თოიძე, მოსე თოიძე, ვანო ესტატეს ძე მჭედლიშვილი, ეჯუბოვი, ალექსანდრე მერაბიშვილი, ზაქარია ჩოდრიშვილი, ილია ქოჩორაშვილი და სხვ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს მოსე თოიძე დეკორაციებს ხატავდა სახელოსნო სასწავლებლის მოსწავლეთა თეატრალური წრის წარმოდგენებისთვის: „ძუნწი“, „კატა აწონა“, „არსენა“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „უჩინმაჩინის ქუდი“ და სხვ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქ. თბილისის ტექნიკოსმა ვახნიანსკის მიერ შედგენილი სურბ-კარაპეტის აღმართის გეგმა არ მოიწონა, ის 400 მანეთად შეაფასეს, რასაც ავტორი არ დათანხმდა. მან მოითხოვა გეგმისა და დახარჯული 600 მანეთის უკან დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილს აპირებდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 2 სექტემბერს ოზურგეთში აკურთხეს ახალგაზრდა ქალის, ნადეჟდა ბოლქვაძეს ინიციატივით ახლახანს დაარსებული ქალთა გიმნაზია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 29 აგვისტოს თბილისის საბაღოსნო სკოლაში გამართული კავკასიის გამოფენის კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე იყო გამოფენის კომისარი ივანე ანდრონიკაშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის კანცელარიაში გადაიხადეს ახლად გარდაცვლილი ინსპექტორის, ვიქტორ გეევსკის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 3 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმის სასამართლოს მეოთხე სხდომაზე პეტრე უმიკაშვილი დაკითხეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის ინსპექტორად დაინიშნა ბაქოს გიმნაზიის მასწავლებელი ფ. ფეხნერი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ სექტემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში დაინიშნა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის გამოსაცდელი სპექტაკლები, წარმოადგინეს ვალერიამ გუნიას მიერ რუსულიდან გადმოკეთებული კომედია „პირველი ბუზი" და ივანე მაჩაბლის ორმოქმედებიანი კომედია „ადვოკატი მელაძე".

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 30 აგვისტოს თბილისში უეცრად გარდაიცვალა თბილისის საკონტროლო პალატის უფროსი ბუტირკინი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 30 აგვისტოს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების საბჭომ მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულის თანაშემწე ფ. ა. შიმანოვსკი აირჩია მომავალ სამეურნეო კრებათა გამგედ და თავმჯდომარედ გარდაცვლილი ვიქტორ გეევსკის ნაცვლად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 30 აგვისტოს თბილისის ქალაქისთავმა გიორგი ევანგულოვმა თბილისის სახლის მეპატრონებს წერილით შეატყობინა, რომ ქართველ თავადაზნაურთა მეთაურობით 25-27 სექტემბერს თბილისში გაიმართებოდა საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლის იუბილე, რომელშიც მაცხოვრებელთაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა და ქალაქის დიდი ხარჯის გამო სთხოვა, გაეგზავნათ იმდენი თანხა, რამდენიც შეეძლოთ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის კადეტთა კორპუსის ინსპექტორი, პოლკოვნიკი სტრუსევიჩი სიმბირსკის კადეტთა კორპუსის ინსპექტორად გადაიყვანეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ა. გ. მირზაშვილის სასწავლებელმა და პანსიონმა გამოაცხადა მიღება. სწავლა დაიწყებოდა სექტემბერში. ბავშვებს იღებდნენ გიმნაზიის, რეალური და კომერციული სასწავლებლებისათვის მოსამზადებლად.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 31 დეკემბერს თბილისის ოლქის სასამართლოს ახალ პროკურორს, სტეფანოვს თბილისის პოლიციის ბოქაულები და მოხელეები წარუდგინეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის სექტემბერში კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი რამდენიმე დღით ბორჯომში გაემგზავრა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივნისში დაიბეჭდა არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვის ახალი წიგნი „ლექსები, სცენები და მოთხრობები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 22 ივნისს ვახტანგ კოტეტიშვილმა თბილისის მუსიკალური სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში წაიკითხა ლექცია „სიმახინჯე, როგორც სახე მე-XIX საუკუნეში ქართველისა დღევანდლამდე“.