საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72240

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის კომედია „აჩაკუნე“.

1941

ტიპი: ავტორობა

1941-1942 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი მუშაობდა სამობილიზაციო პუნქტის გაგზავნის მაგიდის მუშაკად.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის კრიტიკული წერილი „საბჭოთა ეპოქის ქართველი მწერლები“.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის „განთიადის წინ“.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლიდან ელიზბარ ზედგინიძე აქვეყნებდა რომანებს დიდი სამამულო ომის თემაზე.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს გამოქვეყნდა ნიკოლოზ აგიაშვილის ბიოგრაფიული რომანი „სერვანტესის ცხოვრება“.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-1942 წლებში ნიკოლოზ აგიაშვილი გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში დახელოვნების განყოფილების გამგედ მუშაობდა.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-42 წლებში ივანე პაპასკირი მსახურობდა სოხუმის სამხედრო ნაწილში პოლიტხელად.

1941

ტიპი: ნასამართლეობა

1941 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის თანამონაწილე გიგოლა ბერბიჭაშვილი დააპატიმრეს. იგი წლების განმავლობაში იმალებოდა. თავდაპირველად დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ 10 წლით პატიმრობით შეუცვალეს და ციხეში გარდაიცვალა.

1941

ტიპი: ორგანიზაცია

1941 წლიდან სიმონ ჩიქოვანი იყო სკკპ-ის წევრი.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-1944 წლებში ბონდო კეშელავა იყო ქვემო სვანეთში სოფელ ჩოლურის საშუალო სკოლის დირექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს გამოქვეყნდა მარიამ ბარათაშვილის პირველი საბავშვო პოემა „ნანული“, რომელიც შვილს მიუძღვნა.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „ჩაძირული ოქრო“.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-1942 წლებში ანდრო თევზაძე იყო გაზეთ „კომუნისტის“ ლიტმუშაკი.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-1944 წლებში სერგი ჭილაია იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.

1941

ტიპი: თანამდებობა

1941-დან 1945 წლამდე მიხეილ კვალიაშვილი „არმია კრაიოვას“ (1942-1945 წლებში ფაშისტთა მიერ ოკუპირებულ პოლონეთში მოქმედი სამამულო არმია) რიგებში იყო.

1941

ტიპი: ღონისძიება

1941-1945 წლებში, II მსოფლიო ომის დროს, მიხეილ ნიკოლოზის ძე დადიანი ვერმახტის ქართულ ლეგიონში იბრძოდა.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სვიმონ ვლადიმერის ძე კობიაშვილი II მსოფლიო ომის (1941-1945 წწ.) მონაწილე იყო.

1941

ტიპი: ღონისძიება

ვახტანგ აბაშიძე II მსოფლიო ომის (1939-1945 წწ.) მონაწილე იყო.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ალავიძე II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1941 წელს შალვა ილიას ძე აზმაიფარაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ბაგრატიონი II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით ვაჩნაძე II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პლატონ თაყაიშვილი II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1941

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვალერიან თევზაძე II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.