რეგისტრირებული ფაქტები88402
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ არჩილ ჯორჯაძეს ვლადიკავკაზის სკოლაში სამუშაო პროცესზე დაკვირვება და იქ არსებული მდგომარეობის აღწერა დაავალა.
1890
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის საქმისმწარმოებელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 10 დეკემბერს ალექსანდრე გარსევანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ქუთაისის სკოლაში გერმანული ენის გაკვეთილების დანიშვნა სთხოვა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ნიკოლოზ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი სამხედრო და საერო მმართველობის საადგილმამულო საქმის წევრი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ბაქრაძე სახელმწიფო ქონებათა მმართველობის ტაქსატორი იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთ სკოლაში საღვთო სჯულის ორ ენაზე, ქართულად და რუსულად სწავლება იმით იყო განპირობებული, რომ სწავლის გასაგრძელებლად მოსწავლეები იძულებულნი იყვნენ ისეთ სკოლაში ესწავლათ, სადაც საგნების სწავლა რუსულ ენაზე მოითხოვებოდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ალექსანდრე პეტრეს ძე ვინოგრადოვი იყო კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრი საქართველოში.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს მიხეილ ნიკოლოზის ძე კუჩაევი კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრი იყო საქართველოში.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ნიკოლოზ არღუთაშვილი თბილისის პირველი გიმნაზიის საპატიო მზრუნველი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს 541 მანეთი და 32 კაპიკი გადაუხადა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს და პეტრე როსტომის ძე სურგულაძეს სამუზეუმო კომისიაში მონაწილეობა დაავალა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი თავმჯდომარეობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის დათვალიერების შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება სოხუმის სკოლის რევიზიის შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძის მოხსენება საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ.

