საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 13 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-6 დღეს, განიხილეს მსახიობთა წლიურად მოწვევის საკითხი, რომელსაც მხარს უჭერდა ალექსანდრე წუწუნავა. ყრილობამ წინადადება მოიწონა და მსახიობებისთვის წლიურად ორთვიანი შვებულებაც დააწესა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 აგვისტოს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმსრულებელი ივანე სვეჩინი გორის მაზრიდან თბილისში დაბრუნდა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წლის 28 აგვისტოს საღამოს 5 საათზე კავკასიის სამეურნეო გამოფენის მოედანზე ვიქტორ გეევსკი უეცრად ცუდად გახდა. სასწრაფოდ ეტლში ჩასვეს და სახლისკენ წაიყვანეს, მაგრამ გზაში გარდაიცვალა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ქალაქის საიუბილეო დღესასწაულებზე ქუჩების განათება და მორთვა ქალაქის გამგეობამ და განსაკუთრებულმა კომისიამ ფრანც ნოვაკს დაავალა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობას, მე-7 დღეს, აკაკი ფაღავამ წარუდგინა განსაკუთრებული კომისიის მიერ შემუშავებული საკითხები „ამპლუაზე“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 აგვისტოს თბილისში შემოსულ ქართულ ლეგიონს შეხვდა კავკასიის მთავარმმართებელი გრიგოლ გოლიცინი, რომელმაც მისალმების შემდეგ პოლკი წინ გაატარა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ა. ჩარკვიანი, ანა კავთელი, ვ. მარგველაშვილი და სხვ. მოძრავი დასის ამხანაგობის წევრები იყვნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-6 დღეს, შალვა დადიანმა წაიკითხა მოხსენება „პროფესიონალური კავშირი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის აგვისტოში თბილისის გამგეობამ კონცესიონერ ალფონს რობის შეატყობინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამტკიცა მისი მიერ წარდგენილი ფუნიკულიორის პროექტი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამიერკავკასიაში გამოგზავნა ვეტერინარი ჟუკოვსკი საქონლის ჭირის წინააღმდეგ ზომების მისაღებად და ს. ზურნაბადში (განჯის გუბერნია) ჭირთან საბრძოლო სადგურის მოსაწყობად.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, ზაქარია სეთურიძე დაიჭირეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, ტატო წულუკიძე ვაჭარი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, პიატროვსკი ხაზინადარი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, პიატროვსკიმ სინოდალნის ქარხნის თანხა მოიპარა და გაიქცა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, უ. პლიუჩევსკი ადვოკატი იყო.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრევსკისას მკველობაში თანამონაწილე პეტრე გაბისონიას ყოველგვარი ღირსება ჩამოართვეს და 10 წლით ციხეში გაგზავნეს, რომლის მოხდის შემდეგ ციმბირში გადაასახლებდნენ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის ჭრა-კერვის სასწავლებელს ევგენია კორზაია ხელმძღვანელობდა.

1878

ტიპი: ნასამართლეობა

1878 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, უ. პლიუსჩევსკის შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ოქტომბერს სოფელ ნოსირში ავქსენტი ფაღავამ დამბაჩით დაჭრა თავად ივანე ელიზბარის ძე დადიანის მეწისქვილე, იესე კორზახია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 ოქტომბერს, სოფელ მელაანის მახლობლად, დავით ილიას ძე ანდრონიკაშვილი ოცდაათ შეიარაღებულ პირთან ერთად თავს დაესხა ზაქარია იესეს ძე ანდრონიკაშვილის ჯოგს და 50 სული წვრილფეხა საქონელი გაიტაცა.

1878

ტიპი: მფლობელობა

1878 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, იაკობ ეგნატაშვილს გორში სამიკიტნო ჰქონდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, იაკობ ეგნატაშვილს სამიკიტნოში ერთ-ერთი მოქალაქე შეუვარდა და დანით ემუქრებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, ალადათოვის წინადადებას ქალაქის ადვოკატების შესახებ ხმოსანთა სხდომაზე განიხილავდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, ა. ევანგულოვის წინადადებას ზოგიერთი ქუჩების დადაბლების შესახებ ხმოსანთა სხდომაზე განიხილავდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, ალადათოვის წინადადებას ქალაქის აუზების შესახებ ხმოსანთა სხდომაზე განიხილავდნენ.