საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72439

ტიპი: თანამდებობა

გენერალი დავით ჭავჭავაძე ერთ- ერთი სახელგანთქმული კავალერისტი იყო რუსეთის არმიის ცხენოსან ჯარში. პირველი მსოფლიო ომის პირველ წლებში ნიკოლოზ მეორემ დართო მას ნება ჩამოეყალიბებინა ქართველ ცხენოსანთა ათასეული, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის მეფემ ქართული ჯარის შექმნა ინება თავის არმიაში.ამ ნაწილში, რომელსაც ქართველ ცხენოსანთა პირველი ათასეული უწოდეს დავით ჭავჭავაძე დანიშნეს უფროსად და მიანიჭეს უფლება ყველა ნაწილიდან გამოეწვია ქართველი ოფიცრები ამ ათასეულისათვის. მასთან იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილიც.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სოფელ ალის მახლობლად დაბანაკებული სამხედრო ნაწილის უფროსმა, პოლკოვნიკმა შენგელიამ ალექსანდრე სულხანიშვილი 12 კაცის თანხლებით რუსი ჯარისკაცების ადგილსამყოფლის გასარკვევად გაუშვა. გზაში შეტაკება მოხდა. ქართველებიდან იბრძოდნენ ალექსანდრე სულხანიშვილი, გუნცაძე და კიდევ ერთი ჯარისკაცი. ბრძოლიდან გაქცეულ ჯარისკაცებს შენგელიამ საყვედური გამოუცხადა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მაისში გზათა დეპარტამენტის დირექტორ ვ. ა. ჭიჭინაძის განკარგულებით შექმნილი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორ ივანე ჯავახიშვილს, ისტორიკოს სარგის კაკაბაძესა და ეთნოგრაფ პავლე ინგოროყვას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მაისში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა ემუშავა გზათა დეპარტამენტის დირექტორ ვ. ა. ჭიჭინაძის ახალ განკარგულებაზე, ბაქოს მიმართულებით არსებულ სადგურებს დარქმეოდა ქართული სახელები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სომხეთის მთავრობის დავალებით თბილისში ჩამოვიდა სომხეთის პარლამენტის წევრი და მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი. მისი მიზანი იყო გენერალ უილიამ ჰასკელთან მოლაპარაკება, რათა იგი დახმარებოდა სომხეთისთვის ფქვილის მიცემის საკითხში. ხატისოვი იყო ბათუმშიც.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდნენ ქიზიყელები, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს მთავრობასთან ერთად დაეცვათ ზაქათალას ოლქი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 20 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა განცხადება: „მე, ნიკო შარამზანის ძე აბრამიშვილი, ს. თიანეთის მცხოვრები, ცალხელი (მარჯვენა დაკარგული მსოფლიო ომში), საყოველთაოდ ვაცხადებ, რომ მსურს მეორე, ჩემი მარცხენა ხელი და სიცოცხლე შევწირო ჩემს ძვირფას სამშობლოს და ვთხოვ სამხედრო სამინისტროს მიმიწვიოს სამსახურში“.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 19 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამთო სამმართველოს სინჯების შემმოწმებელმა განყოფილებამ ყალბი სინჯები აღმოაჩინა, რის შესახებაც საგანგებო რაზმს აცნობა. შეიპყრეს ოქრომჭედლები: ბაღდასაროვი და კარაპეტოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მაისში რაჟდენ არსენიძე სამუშაო ვიზიტით გორის მაზრასა და ქუთაისის გუბერნიაში გაემგზავრა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 18 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ექიმმა მიხეილ ზანდუკელმა „წითელ ჯვარში“ სამსახურს თავი დაანება.

1920

ტიპი: ავტორობა

დამფუძნებელი კრების წევრები – ფირცხალავა, გომართელი და ჭელიძე – ლეჩხუმიდან იტყობინებიან, რომ ხალხი სამშობლოს დასაცავად ერთხმად მომართულია.

1920

ტიპი: ავტორობა

მუშათა კლუბში გამართულ პროფესიულ ორგანიზაციათა შეკრებაზე, ევროპიდან დაბრუნებულმა ირაკლი წერეთელმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელი მოხსენება გააკეთა. იგი საქართველოს მდგომარეობას ბელგიისას ადარებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მაისში ქართულ კლუბში პირველად დაიდგა პიესა „ქალის ცხოვრება“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ალექსანდრე მაისურაძის მომღერალთა გუნდი და აზიური ორკესტრი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ნავთიჭალაში სამთო მადნეულის გამოსაკვლევად გაიგზავნა მკვლევართა ჯგუფი ინჟინერ იოსებ ყიფშიძის მეთაურობით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბორჩალოს მუსლიმთა ყრილობამ რესპუბლიკის თავმჯდომარეს მისასალმებელი დეპესა გაუგზავნა და მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საღამოს 6 საათზე რკინიგზის საავადმყოფოდან ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გამოასვენეს. დაკრძალვას დამფუძნებელი კრების წევრები ესწრებოდნენ. პროცესიას სიტყვით მიმართეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სიმონ გურგენის ძე მდივანმა და ქალაქ თბილისის თავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს კონსტანტინე ბერეკაშვილი კახეთში გაჩენილი ვენახების ახალი სენის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს ეძებდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

მიწათმოქმედების სამინისტრომ კახეთში თავის წარმომადგენლად კონსტანტინე ბერეკაშვილი დანიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს სოფელ კულაშში გაიმართა მიტინგი, რომელსაც ალექსანდრე ლომთათიძეც დაესწრო. მომიტინგეები მთავრობას თავდაცვის საქმეში ყოველგვარ დახმარებას აღუთქვამდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ მათეს ძე არსენიძემ სასამართლო უწყების ყველა დაწესებულებას აცნობა, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებული არც ერთი შუამდგომლობა არ განიხილებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

მთავრობის თავმჯდომარემ სენაკის სახალხო გვარდიელებისა და ტყიბულის მაღაროელებისაგან მიიღო დეპეშა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ისინი დაიცავდნენ დედასამშობლოს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ რუსეთში საქართველოს რესპუბლიკის ელჩ გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძეს ზავის დადება დეპეშით მიულოცა. ის დარწმუნებული იყო რუსეთსა და საქართველოს შორის ყოველგვარი გაუგებრობის აღმოფხვრაში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქალაქის საბჭოში გამართული თბილისის ჟურნალისტთა პროფესიული კავშირის კრების თავმჯდომარე იყო ო. ბუკშტეინი. კრებაზე კავშირის ახალი წესდება განიხილეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მაისში შავ ზღვაზე, ბათუმსა და სტამბულს შორის მიმავალ გემს თავს დაესხნენ მეკობრეები. გემზე იმყოფებოდა პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელის მეუღლე, რომელსაც ორი მილიარდის ღირებულების ნივთები წაართვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მაისში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგა სომხეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ბეკზადიანი.