რეგისტრირებული ფაქტები19532
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, უცხოური კაპიტალის სავარაუდო შემოჭრა საქართველოში, სულაც არ ემუქრებოდა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის არსებობა-განვითარებას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, გლეხები იშვიათად და რთულად თუ გადასხლდებოდნენ უცხო ქვეყნებში, ამიტომაც მსხვილი კაპიტალი სოფლის მეურნეობაში ვერ პოულობდა გასაქანს. არც მიწათმოქმედები ცნობდნენ რვასაათიან სამუშაო გრაფიკს და მაქსიმალურად იხარჯებოდნენ მიწის დამუშავებისას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის აზრით, უცხოური კაპიტალის სავარაუდო შემოჭრა ქვეყანაში გამოიწვევდა ადგილობრივი მუშების მასიურ უმუშევრობას და მათ დაბრუნებას სოფლებში, სადაც მიწის რეფორმების გატარების შემთხვევაში უკეთესი ცხოვრება ელოდათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების განვითარების ბუნებრივი პროცესი გულისხმობდა სოფლის მოსახლეობის ნამეტის ქალაქში გადმოსახლებას, საქართველოში კი უახლოეს მომავალში საპირისპირო პროცესი იყო მოსალოდნელი – ქალაქის მოსახლეობის ნამეტის დაბრუნება სოფლებში.
1892
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერში ქოლერის ეპიდემიის შესახებ დაბეჭდილ სტატიაში იაკობ სვიმონიძე აღნიშნავს, რომ ეპიდემიის გახანგრძლივებას ხელს უმეცრება და გონებრივი სიბნელე უწყობს, რომლის აღმოსაფხვრელადაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ უნდა შექმნას და ხალხში გაავრცელოს ქართულენოვანი ბროშურები ჰიგიენისა და სხვადასხვა სნეულების მკურნალობის შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“, რომლის თანახმად, გაზეთი „ბრძოლა“ კონტრრევოლუციური ჭირის ძირშივე აღმოსაფხვრელად მთავრობას შერვაშიძისნაირი ქვეყნის მტრების დასჯისკენ მოუწოდებდა. ამით აფხაზეთი გასუფთავდებოდა კონსტანტინოპოლიდან მართული მოღალატეებისგან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. შერვაშიძე დარწმუნებული იყო, რომ გაზეთის „ბრძოლა“ მის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია ერთი წამითაც არ შეარყევდა მის რეპუტაციას და მაინც, მიუხედავად ამისა, საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის მიერ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 1-ელ იანვრის გაზეთ „შუამავალში“ ეშმაკის ფსევდონიმით დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვის ნესტორ ლაზარეს ძე კალანდაძისეული პაროდია „სიტყვა თქმული ილია ჭავჭავაძისა მიერ ს. გურამიანთკარში ეკზეკუციის მინიჭების დროს“.

