საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72374

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მოკავშირეთა უმაღლეს კომისარს (იტალიის, ინგლისის, საფრანგეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლებს) გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლის შესახებ ატყობინებდა. მოხალისეთა ჯარის მიერ დაპყრობილ ოლქებში ხალხი აჯანყდა. ცხადი იყო, რომ აჯანყების ჩასაქრობად მოხალისეთა ლაშქრის სარდლობა შეტევას დაიწყებდა, რასაც მხარეში ანარქია მოჰყვებოდა. საქართველოს მთავრობას არ სურდა იარაღით ჩარეულიყო და სთხოვდა მოკავშირეთა კომისარს, ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვით და მათი თვითგამორკვევის უფლებით გადაეჭრა ეს საკითხი.

1919

ტიპი: ავტორობა

სახელმწიფო ბანკის დაარსებასთან დაკავშირებულ მოხსენებაში დიომიდე თოფურიძემ აღნიშნა, რომ ეს იქნება ბანკი, რომელსაც ძირითად ფულს მისცემს სახელმწიფო, ხოლო მართვა-გამგეობა მოეწყობა დამოუკიდებლად. ბანკის გამგეს აირჩევს დამფუძნებელი კრება, ხოლო წევრებს, გამგის წარდგინებით, დაამტკიცებს პარლამენტი. მან ასევე აღნიშნა, რომ წესდებაში, რომელიც რუსეთის ბანკისგან მიიღეს, ცვლილებები უკვე შეტანილი იყო. მუხლობრივი განხილვის მოწყობა კი მომავლისთვის დაიგეგმა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძემ მთავრობის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ მოხსენება გააკეთა.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წლის ივნისში რამდენიმე უცხო პირი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, კონსტანტინე გვარჯალაძის ბინაში შეიპარა და 15 000 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები წაიღო.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 25 ივლისის ღამეს შეიპყრეს შავრაზმელები: მ. პოპოვი, სერგო გოროდცევი, მისიონერი პლატონოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რაჭის ბოლშევიკების კომიტეტმა იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილისგან წერილი მიიღო, რომლითაც ის აფრთხილებდა კომიტეტს არ გამოსულიყო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივნისს კონსერვატორიის დარბაზში უნდა გამართულიყო ცისფერყანწელთა პოეზიის საღამო. პაოლო იაშვილს უნდა წაეკითხა ცისფერყანწელების დეკლარაცია, გრიგოლ რობაქიძეს – „სიტყვა პოეზიაში“, ტიციან ტაბიძეს – „ცისფერი ყანწები“, ალი არსენიშვილს – „ბრინჯაოს მასკები“, რუს პოეტ სერგეი გოროდეცკის – „ქართული სიმბოლიზმის რჩეულობა“. საკუთარ ლექსებსა და ფრანგი პოეტების თარგმანებს კი წაიკითხავდნენ პაოლო იაშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ლელი ჯაფარიძე, კოლაუ ნადირაძე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მილიციამ შეიპყრო სასურსათო კომიტეტის მეორე ნაწილის თავმჯდომარე ა. ა ვართანოვი და მეტეხის ციხეში გაგზავნა. დაპატიმრება უკავშირდებოდა უკანასკნელ პოლიტიკურ ამბებს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 3 ივლისს, 10 საათზე, გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა, რომელზეც ალექსანდრე ლომთათიძემ საბჭოს წევრებს გამოჩენილი სოციალ-დემოკრატის, გიორგი პლეხანოვის გარდაცვალება აუწყა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში თბილისში ჩამოსული სამხედრო დელეგაცია, რომელსაც მეთაურობდა გენერალ-მაიორი ფრიდრიხ ფონ კრესი, 25 ოფიცრისგან შედგებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში სახელმწიფო თეატრში ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირმა სპექტაკლები გამართა მსახიობ ნინო ჩხეიძის მონაწილეობით. წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის ორიგინალური პიესა „სულელი", რომელიც 12-ჯერ იყო დადგმული ქუთაისის თეატრის სცენაზე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასურსათო მაღაზიის დაწვის გამო დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს შტაბის კაპიტანი გიორგი ოზოლი, პუგალევინი, კირევიჩი და სხვ. ამ პირებმა ცეცხლი გააჩინეს და მთავრობის წარმომადგენელთა მისვლის დროს რაიონის სხვადასხვა ადგილას ატეხეს სროლა, რათა ადმინისტრაციისათვის გზა აებნიათ და ცეცხლის გაჩენის ნამდვილი მიზეზი დაემალათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში მიწათმოქმედების სამინისტრომ ბორჯომის წყლის კონტრაგენტ დავით ქებაძის საშუალებით სტამბოლში ბორჯომის წყალი გაგზავნა. წყალი ქართულ ფულზე უნდა გაყიდულიყო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის თვითმმართველობის სხდომაზე სანიტარულმა ინსპექტორმა კაპიტონ მეუნარგიამ ქალაქში პარტახტიანი სახადის (ტიფი) და ქოლერას გავრცელებაზე ისაუბრა. პარტახტიანი სახადი ქალაქში პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნებულმა ჯარის ჯგუფებმა შემოიტანეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში თბილისის ებრაელთა ნაციონალური საბჭოს სიონისტთა ფრაქციამ აღძრა საკითხი, სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებში მომსახურე ებრაელებისათვის ახალი წლის დღესასწაულთან (როშ-ჰაშანა) დაკავშირებით უქმედ გამოცხადებულიყო 25-26 სექტემბერი და 4 ოქტომბერი. ებრაელთა ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმმა ამ თხოვნით მიმართა ქალაქისთავს, თვითმმართველობას და რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში სამინისტროს ლაბორატორიის მიმღებ კომისიაში სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავის წარმომადგენლად დანიშნა ქიმიის კათედრის ასისტენტები ა. ციციშვილი და თ. ბებურიშვილი, რომელთაც ხელმძღვანელობას გაუწევდა პროფესორი პ. მელიქიშვილი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის ჩეკას ცნობით ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე სოციალური წარმოშობით იყო გლეხი, სოციალური სტატუსით – მუშა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე დაიბადა 1888 წელს ოზურგეთში.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 18 აგვისტოს დაკავებულ ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძეს ჰყავდა: მეუღლე – 26 წლის; შვილები: ვაჟი – 10 წლის; გოგოები – 6 და 7 წლის.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

ეროვნული საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა ნოე რამიშვილის კაბინეტს, რასაც უნდა მოჰყოლოდა ეროვნულ-დემოკრატ გიორგი ჟურულის გადადგომა თანამდებობიდან. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ფინანსთა მინისტრმა პარტიიდან გამოსვლა და მთავრობაში დარჩენა არჩია. ამგვარად, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას თავისი წარმომადგენელი აღარ ჰყავდა მთავრობაში.

1924

ტიპი: ავტორობა

ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძის საქმეში მოიპოვება მისი ორი წერილი: ერთი მეგობრისადმი მიწერილი კონტრრევოლუციის შესახებ, ხოლო მეორე − მენშევიკებისადმი მიწერილი ჩეკადან.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 18 აგვისტოს ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე დააპატიმრეს, ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციონერობა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 22 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მე-11 კომისარიატის მილიციელმა წითელგვარდიელის დახმარებით დაიჭირა სახაზინო ხაზინდრის გაძარცვის ერთი მონაწილე წამალაშვილი, რომელსაც აღმოაჩნდა გატაცებული ფული 9 000 მანეთი და რევოლვერი „ნაგანი“.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 30 მაისს დაკავებულ გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილს ჰყავდა: დედა, მარია – 49 წლის, მცხოვრები სოფელ ალვანში; და, ანა – 28 წლის, დიასახლისი; ძმები: ლევანი – 26 წლის, სტუდენტი; ვასილი – 24 წლის, სტუდენტი; პეტრე – 20 წლის, სტუდენტი; გიორგი – 12 წლის, მოწაფე.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილმა დაამთავრა 4 კურსი.